რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ბენზემა: "დი მარიას ყველაფერი აქვს: სისწრაფე, დარტყმა და ტექნიკა"

ბენზემა: "დი მარიას ყველაფერი აქვს: სისწრაფე, დარტყმა და ტექნიკა"

12-09-2015, 14:59
ავტორი: ZZ
ნახვა: 757
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ბენზემა: "დი მარიას ყველაფერი აქვს: სისწრაფე, დარტყმა და ტექნიკა"
ქარიმ ბენზემამ ანხელ დი მარიას ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი უწოდა. ასევე, ფრანგი ფორვარდი თვლის, რომ არგენტინელი ვარსკვლავი "პსჟ"-ს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაში დაეხმარება...

"დი მარია შესანიშნავი პიროვნებაა. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს არამარტო მინდორზე, მის ფარგლებს გარეთაც. ანხელს ყველაფერი აქვს: სისწრაფე, დარტყმა და ტექნიკა. მადრიდის "რეალში" ის ყველგან თამაშობდა: ცენტრში, ფლანგზე და დაცვის ფლანგზეც კი. დი მარია მუდამ მხიარულია. შესანიშნავი თანაგუნდელი იყო".

""პსჟ"-ში არაა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს მარტო გააკეთებს, მაგრამ დი მარიას შეუძლია პარიზელებს ჩემპიონთა ლიგაზე დიდი დახმარება გაუწიოს. მას საამისოდ უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს".

"ანხელს 2014 წელს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ასევე, იმავე წელს მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლაც მოახერხა. ამიტომ, ძალიან მიკვირს, რატომ ვერ ათამაშდა "მანჩესტერ იუნაიტედში""
- განაცხადა ბენზემამ.
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.