MADRIDISTA.GE

Real Madrid News

კრიშტიანუ რონალდუს სრული მხარდაჭერა აქვს

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 12-09-2015, 16:02
კრიშტიანუ რონალდუს სრული მხარდაჭერა აქვს

ამ მომენტისათვის კრიშტიანუ რონალდუს უგოლო სერია მადრიდის "რეალში" ჯერჯერობით პანიკას არ იწვევს. პორტუგალიელმა 7 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. ბოლო თვეებში მან ერთადერთი გოლი "მანჩესტერ სიტის" გაუტანა, რომელსაც "სამეფო კლუბი" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე დაუპირისპირდა. გარდა ამისა, რონალდუმ ბოლო ორ სანაკრებო შეხვედრაშიც ვერ გამოიჩინა თავი. ის ამ სტატისტიკას შეჩვეული არ არის და უკმაყოფილოა იმით, რომ გულშემატკივრებს თავისი გოლებით ვერ ახარებს...

კლუბში კვლავ დარწმუნებით აცხადებენ: "როგორც ყოველთვის, კრიშტიანუ ბევრ გოლს გაიტანს". ამავდროულად, რონალდუ სრული დატვირთვით ვარჯიშობდა და მზადაა უგოლო სერიას ბოლო მოუღოს, რომელიც არასდროს ჰქონია, რაც "რეალის" ფეხბურთელი გახდა. არსებობს იმის იმედი, რომ პორტუგალიელი "ესპანიოლთან" შეხვედრაში მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელის თვისებებს გამოავლენს. შეგახსენებთ, რომ რონალდუმ "ესპანიოლთან" ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში 7 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში კი "კორნელია-ელ პრატზე" კატალონიელთა წინააღმდეგ შეხვედრაში ჰეთ-ტრიკი შეასრულა.

მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობას პორტუგალიელის სჯერა. კრიშტიანუს თანაკლუბელები და ნაკრების პარტნიორები მხარს უჭერენ. მათ გარდა, კრიშტიანუ რონალდუს ფლორენტინო პერესიც მხარდაჭერას უცხადებს: "დღეს შეუძლებელია წარმოიდგინო კრიშტიანუ რონალდუ "რეალის", "რეალი" კი კრიშტიანუ რონალდუს გარეშე".

რონალდუს უგოლო სერია

პორტუგალიელის პრობლემები......

რონალდუმ სეზონი 66 გოლით დაასრულა

კრიშტიანუ რონალდუმ სეზონის ბოლო მატჩი პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა. მან 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში სომხეთთან ჰეთ–ტრიკი შეასრულა. შესაბამისად, გასულ სეზონში ჩატარებულ 60 მატჩში 66 გოლი გაიტანა......

რონალდუ – მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ლა ლიგაში

გასულ თვეში კრიშტიანუ რონალდუმ დიდებულ შედეგს მიაღწია. პორტუგალიელმა 4 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ამის წყალობით კრიშტიანუ მაისის თვეში ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა......

რონალდუ "ბერნაბეუზე" "ხეტაფეს" კარში გოლის გატანას მუდამ ახერხებს

პორტუგალიელმა "ხეტაფეს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებულ 4 მატჩში 9 გოლი გაუტანა......

რონალდუ რაულის რეკორდის გამო კლუბის დატოვებას არ გეგმავს

პორტუგალიელი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობას გეგმავს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.