რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ვან გაალი: ""რეალს" მოთხოვნილი თანხა რომ გადაეხადა, დე ხეას გავყიდდით"

ვან გაალი: ""რეალს" მოთხოვნილი თანხა რომ გადაეხადა, დე ხეას გავყიდდით"

13-09-2015, 03:29
ავტორი: ZZ
ნახვა: 3130
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
ვან გაალი: ""რეალს" მოთხოვნილი თანხა რომ გადაეხადა, დე ხეას გავყიდდით"
ჰოლანდიელ სპეციალისტს მომხდარზე თავისი ვერსია აქვს...

განვლილ პარასკევს დავიდ დე ხეას საგა დასრულდა. ესპანელმა კიპერმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ლუი ვან გაალმა დე ხეას "რეალში" ჩაშლილ ტრანსფერზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ძალიან მიხარია, რომ დავიდ დე ხეა გუნდში დარჩა. მოვლენების ამგვარ განვითარებას ვერ ვიწინასწარმეტყველებდი, მაგრამ ამის იმედი მქონდა. ყოველ ჯერზე, როცა "რეალის" მხრიდან დავიდისადმი ინტერესზე მეკითხებოდნენ, ვეუბნებოდი, რომ დე ხეას გაყიდვა არ მსურდა".

"მიუხედავად ამისა, "რეალს" მოთხოვნილი თანხა რომ გადაეხადა, დოკუმენტები საჭირო დროს და შესაბამისი ფორმით გამოეგზავნა, დე ხეას გავყიდდით, რადგან ვიცი, რას გრძნობაცაა, როცა ფეხბურთელს კონკრეტულ კლუბში თამაში სურს. ის ჩვენთან დარჩა და ეს ძალიან მახარებს, რადგან დე ხეას პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად მივიჩნევ, ხოლო წინა ორ სეზონში კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად სახელდებოდა არამარტო ქომაგების, არამედ თანაგუნდელების ვერსიითაც. Happy End-ი მოხდა!".

"როცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ორ კლუბს შორის არსებულ კონფლიქტზე შევიტყვე, ხელმძღვანელობას დავუკავშირდი და ვკითხე, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რეალს" ნამდვილად დაგვიანებით გაუგზავნა დოკუმენტები თუ არა. მე მიპასუხეს: "არა, და საფეხბურთო ასოციაცია მზადაა ეს დაადასტუროს".

"ამ რთულ პერიოდში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ დე ხეა სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო ზარალდებოდა. მიუხედავად ამისა, ასეთია საფეხბურთო სამყარო. ეს საკმაოდ გიჟური სამყაროა, რომლის შეცვლაც მე არ შემიძლია".
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
Offline Offline მიშა მესხი 13 სექტემბერი 2015 17:15
shen dedas sheveci van gallllllll
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.