რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ბუტრაგენიო: "რონალდუ ჩინებული ფეხბურთელია"

ბუტრაგენიო: "რონალდუ ჩინებული ფეხბურთელია"

14-09-2015, 03:44
ავტორი: ZZ
ნახვა: 844
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ბუტრაგენიო: "რონალდუ ჩინებული ფეხბურთელია"
ემილიო ბუტრაგენიოს კომენტარი "ესპანიოლთან" (0:6) მატჩის შემდეგ...

"სანაკრებო შესვენების შემდეგ მატჩები არცთუ ისე კარგად სრულდება, მაგრამ გუნდი უნაკლო იყო როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში. "ესპანიოლმა" ვერაფერი დაგვიპირისპირა. კარგად ვიასპარეზეთ. გუნდში კრიშტიანუ რონალდუს ყოლა ჩემთვის დიდი პატივია. ჩვენი ლიდერისთვის ეს მატჩი 32-ე გამოდგა, სადაც მან 3 ან მეტი გოლის გატანა მოახერხა. ფორვარდი ვიყავი და ვიცი, რამდენად რთულია ეს. შთამბეჭდავი შედეგია! მის გამო ყველანი მოხარულნი ვართ".

"ჩვენმა დაცვის ხაზმა "ესპანიოლს" მხოლოდ ერთხელ მისცა სახიფათო შეტევის განხორციელების საშუალება, მაგრამ კეილორ ნავასი მოწოდების სიმაღლეზე იყო. 3 მაღალი დონის მეკარე გვყავს. მშვიდად ვართ".

"ძალიან ვწუხვარ, რომ დანილომ და ხამესმა ტრავმები მიიღეს. მათი შემცვლელები გვყავს, მაგრამ გვსურდა ყველა მზადყოფნაში გვყოლოდა. სამშაბათს ძალიან რთული მატჩი გვექნება".
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.