MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ბეილი: "გასულ სეზონში პრობლემები მქონდა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 14-09-2015, 13:17
ბეილი: "გასულ სეზონში პრობლემები მქონდა"

უელსელმა გასულ სეზონზე ისაუბრა...

"რეალში" ჩატარებულ პირველ სეზონზე

"პირველ წელს ადრენალინი მივიღე, რადგან "რეალში" გადავბარგდი და კლუბმაც ჩემი შეძენის სურვილი გამოიჩინა. როცა "სამეფო კლუბში" გადავდიოდი, ძალიან ვღელავდი, რადგან ეს ოცნების ახდენა იყო. კლუბსაც ჩემი ყიდვა ნამდვილად სურდა".

შედარება ესპანეთის დედაქალაქში გატარებულ მეორე სეზონთან

"მეორე სეზონში მცირე დისკომფორტს განვიცდიდი, რადგან დაცვას ისე ვერ ვეხმარებოდი, როგორც საჭირო იყო. თამაშში ძველებურად აქტიურ მონაწილეობას ვერ ვიღებდი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ გუნდთან ერთად ერთი მიმართულებით მივიწევ და ვფიქრობ, კარგ ფეხბურთს ვაჩვენებ. შემიძლია გუნდს დავეხმარო, გოლი გავიტანო ან საგოლე გადაცემა გავაკეთო".

პროგრესზე

"ვარჯიშებზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ. განსაკუთრებით გუნდურ თამაშზე. ჩვენი მთავარი მიზანია მაქსიმალურად ბევრი გოლი გავიტანოთ, რამდენიც შესაძლებელია".

ბოლო ორ მატჩზე

"პირველ მატჩზეც კონცენტრირებულები ვიყავით. "სპორტინგთან" მატჩში საუკეთესო შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ახლა ისევ შესანიშნავ ფორმაში ვართ. 5:0 და 6:0 გამარჯვებები ამაზე მეტყველებს. ვთვლით, რომ თავდაჯერებულები და ძლიერები ვართ".

ლა ლიგაზე

""ესპანიოლის" დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვიცოდით, რომ ამ ტურში "ატლეტიკო" "ბარსელონას" უპირისპირდებოდა. რომელიმეს ქულები უნდა დაეკარგა. ამით უნდა გვესარგებლა. ჩვენს თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება, რადგან ლა ლიგაში ყოველი მატჩი მნიშვნელოვანია".

ნაკრებზე

"ბოლო 6-8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრს ვმუშაობდით. ახლა უელსი რეიტინგში კარგ პოზიციაზეა. ოთხი სეზონის განმავლობაში მსოფლიო რეიტინგში 117-ე პოზიციაზე აღვზევდით, დღეს კი 10 საუკეთესოს შორის ვართ. ხარისხიანი ფეხბურთის სათამაშოდ ყველაფერი გვაქვს".

კაზემირო: ""რეალში" წარმატების მიღწევა მსურს"

მადრიდის "რეალთან" 2021 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, კაზემირომ კლუბის ოფიციალურ საიტსა და ტელეარხს ინტერვიუ მისცა......

ნაჩო: "ლა ლიგას კარგ ფორმაში ვხვდებით"

ნაჩო ფერნანდესი, რომელმაც "გალათასარაისთან" (2:1) მატჩში ანგარიში გახსნა, ჟურნალისტებს გაესაუბრა......

ტონი კროოსი: ""რეალში" გადაბარგებით შესანიშნავი გადაწყვეტილება მივიღე"

გერმანელმა ნახევარმცველმა გასულ სეზონზე და "რეალში" ასპარეზობის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა......

ნაჩო: "ეს სეზონთან კარგი დამშვიდობება იყო"

ნაჩო ფერნანდესმა "ხეტაფესთან" (7:3) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა......

ანჩელოტი: "ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო"

კარლო ანჩელოტი "იუვენტუსთან" (1:1) ჩატარებული საპასუხო მატჩის შემდეგ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.