რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ტომას რონსერო: "ღვთიური მანიტა"

ტომას რონსერო: "ღვთიური მანიტა"

15-09-2015, 00:01
ავტორი: ZZ
ნახვა: 850
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ტომას რონსერო: "ღვთიური მანიტა"
ეს არის ნამდვილი "ოქროს ბურთის" მფლობელი. მან ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ორჯერ მოიგო და ამასთან ერთად, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ პორტუგალიელისთვის "ოქროს ბურთი" არასდროს უჩუქებიათ. "ესპანიოლთან" მატჩში რონალდუმ ბრწყინვალედ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და "რეალის" წამყვანი ფიგურა სამართლიანადაა, განურჩევლად იმისა, თუ ვინ წვრთნის "სამეფო კლუბს".

რა თქმა უნდა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი, ფუნშალელი ფორვარდი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ფეხბურთისთვის მუშაობას არასდროს წყვეტდა. სრული დატვირთვით ვარჯიში და თავისი კლუბისთვის მაქსიმუმის გაღება - აი, დევიზი, რომლითაც კრიშტიანუს კარიერა მიმდინარეობს. მთავარი კი ისაა, რომ რონალდუ მაქსიმალისტი და პერფექციონისტია. მწვერვალების დაპყრობის შემდეგ, ის არ მოდუნებულა და ღრუბლებში ფრენა არ დაუწყია. პირიქით, წარმატების მიღწევის შემდეგ, ის თავის თავს მაშინვე ახალ, უფრო თამამ მიზნებს უსახავს.

ამასთან ერთად, მისი ქმედებებიდან გამომდინარე ჩანს, თუ რა სიამოვნებას იღებს თამაშისგან. იყო შეუდარებელი ოსტატი და ამავდროულად მოედანზე გასვლისას და ბურთთან კონტაქტისას ბავშვური აღტაცება შეინარჩუნო, ეს ნამდვილი საფეხბურთო გენიის ნიშანია. "ესპანიოლთან" მატჩში კრიშტიანუმ მანიტა შეასრულა, თუმცა, ექვსი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ერთ ეპიზოდში გოლის გატანამდე რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა. გარდა ამისა, პორტუგალიელმა ქარიმ ბენზემას საგოლე გადაცემა გაუკეთა. ანუ, "ესპანიოლის" განადგურებაში კრიშტიანუმ უდიდესი როლი შეასრულა. ასეთი ბრწყინვალე თამაშის სამართლიანი შედეგი რონალდუს ახალი სტატისტიკური მიღწევები გახდა: მან ლა ლიგაში "რეალის" საუკეთესო ბომბარდირებში დი სტეფანოსა და რაულს გადაუსწრო. კრიშტიანუზე ვერ ვიტყვით, რომ ისტორიაში შევიდა. დღეს "სამეფო კლუბის" სახელოვანი ისტორია სწორედ ის არის, მისი დღევანდელი სიდიადე.

მორიგ ჯერზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა კეილორ ნავასმა. როგორც ჩანს, კოსტა-რიკელი გოლკიპერი იკერ კასილასის ჩრდილიდან სწრაფად გამოდის. კეილორი მზადაა ამ შანსს კბილებითა და ხელებით ჩაებღაუჭოს, რაც მას იღბალმა აჩუქა. მართალია, "ესპანიოლი" მის კარს ხშირად არ ემუქრებოდა, მაგრამ ასეთ თამაშებში რთულია მეკარემ კონცენტრაცია შეინარჩუნოს. ამ მხრივ კი ნავასი სრულ წესრიგში იყო. კატალონიელებმა "კორნელია-ელ პრატზე" სამი მომენტი შექმნეს და "რეალი" სამივე შემთხვევაში მეკარემ იხსნა.

ასევე, შეუძლებელია რაფა ბენიტესის სამწვრთნელო წარმატება არ აღვნიშნოთ. თავად "რეალის" ოფიციალურმა მწვრთნელმა არაოფიციალურ საუბარში აღნიშნა, რომ ფეხბურთელები ვარჯიშებზე თავდაუზოგავად შრომობენ და ეს თამაშისას იგრძნობა. ჩანს, რომ მადრიდული გრანდის ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან. შაბათს ბეილი და ბენზემა შესანიშნავად გამოიყურებოდენ. ასევე, კარვახალი, რამოსი, მარსელო და კაზემირო. გარდა ამისა, შეცვლაზე შესული ლუკას ვასკესის სათამაშო ფორმამ სასიამოვნოდ გამაოცა.


ტომას რონსერო - გაზეთ AS-ის ჟურნალისტი.
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.