MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ჯერარდი: "ბენიტესი საუკეთესო ტაქტიკოსია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 15-09-2015, 00:15
ჯერარდი: "ბენიტესი საუკეთესო ტაქტიკოსია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია"

სტივენ ჯერარდმა რაფა ბენიტესს ტაქტიკის თვალსაზრისით საუკეთესო მწვრთნელი უწოდა, რომლის ხელმძღვანელობითაც "ლივერპულმა" 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში პენალტების სერიაში "მილანი" დაამარცხა და თასს დაეუფლა, მაგრამ ამავდროულად, სტივი ჯიმ საიდუმლოს ფარდა ახადა და "ენფილდზე" ასპარეზობისას ბენიტესთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ინგლისელმა ნახევარმცველმა რაფა იმაში დაადანაშაულა, რომ "ლივერპულის" ესპანელი ფეხბურთელების მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა...

"არ ვფიქრობ, რომ ბენიტესს როგორც ადამიანი მოვწონდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამას ვგრძნობდი" - წერს "ლივერპულის" ექს-ფეხბურთელი თავის ავტობიოგრაფიაში "ჯერარდი: ჩემი ისტორია".

ასევე, სტივი ჯი თავისი დედის თანდასწრებით მომხდარ უსიამოვნო მომენტს იხსენებს, როცა რაფა ბენიტესმა განაცხადა, რომ ჯერარდს მხოლოდ ფული აღელვებს. "ლივერპულის" ექს-კაპიტანი წერს:

"შემიძლია ტელეფონი ავიღო და "ლივერპულის" ყველა ექს-თავკაცს დავუკავშირდე. ყველას, რაფას გარდა".

35 წლის ფეხბურთელს ბენიტესთან უფრო მეგობრული ურთიერთობა სურდა:

"2005 წელს სტამბულში ჩემპიონთა ლიგის მოგება ერთად ვიზეიმეთ. თუმცა, მაინც ვერ დავახლოვდით".

მიუხედავად ამისა, ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი აღიარებს, რომ ბენიტესის ცივი მოპყრობა მას უფრო ამბიციურს ხდიდა, გაუმჯობესებისკენ უბიძგებდა:

"ერთმანეთში ზე-პროფესიონალური ურთიერთობა გვქონდა... ძალიან მსურდა მისგან საქებარი სიტყვები მიმეღო და სწორედ ამ სურვილმა დაუმტკიცა ბენიტესს, რომ როგორც ფეხბურთელი ვჭირდებოდი".

ბენზემა: "დი მარიას ყველაფერი აქვს: სისწრაფე, დარტყმა და ტექნიკა"

ქარიმ ბენზემამ ანხელ დი მარიას ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი უწოდა. ასევე, ფრანგი ფორვარდი თვლის, რომ არგენტინელი ვარსკვლავი "პსჟ"-ს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაში დაეხმარება......

კიუელი: "ბენიტესი ყველასთან პირდაპირია"

"ლივერპულის" ექს–ნახევარმცველმა ჰარი კიუელმა, თავის ყოფილ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალს" წვრთნის......

კიგანი: "როცა რონალდუ კარიერას დაასრულებს, ბეილი შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს"

"ლივერპულის" ექს–ფეხბურთელი კევინ კიგანი არ გამორიცხავს, რომ მომავალში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გარეთ ბეილი გახდება......

კარაგერი თვლის, რომ ბენიტესი "რეალს" ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს

"ლივერპულის" ლეგენდა ჯეიმი კარაგერი აცხადებს, რომ რაფაელ ბენიტესს მადრიდის "რეალთან" ერთად წარმატებების მიღწევა შეუძლია......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.