|
სერხიო რამოსის და ჩაბი ალონსოს მატჩისშემდგომი კომენტარები
სერხიო რამოსმა და ჩაბი ალონსომ, "დეპორტივოსთან" (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ, კომენტარები გააკეთეს.
სერხიო რამოსი: "არ გვაქვს მიზეზი, იმედგაცრუებულნი ვიყოთ გუნდის თამაშით. თავიდანვე გვსურდა თამაშის მოგება. ვდომინირებდით მოედანზე და მოგებასაც ვიმსახურებდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ გოლის გატანა. მეორე ტაიმში, კარგად გამოვიყენეთ მეტოქის დაცვაში შექმნილი თავისუფალი ზონები. უფრო მობილიზებულნი ვიყავით, ვიდრე "დეპორტივო". ეს ფაქტები უსიამოვნო შეხედულებას ქმნის მატჩის შედეგზე, მაგრამ ლა ლიგა დაკარგული არ გვაქვს. წინ ისევ ბევრი მატჩია". ![]() ჩაბი ალონსო: "ძალიან დაღონებულები ვართ. მომენტები გვქონდა, მაგრამ ბურთი არ შედიოდა კარში. ლა–კორუნიაში მეტად მნიშვნელოვან ორ ქულას ვტოვებთ. ძალიან ვცდილობდით. არ შეიძლება გუნდის დადანაშაულება, რადგან საფინალო სასტვენამდე მოსაგებად ვიბრძოდით. პრიმერას მოგება – ადვილი ამოცანა არ არის, მაგრამ ერთ მომენტში შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს. არ ვაპირებთ დანებებას. მადრიდის "რეალმა" დარჩენილი ყველა მატჩი უნდა მოიგოს". ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com ავტორი - Faqo Oo
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: halamadrid, თარიღი: 27-02-2011 16:24, კომენტარი: 4977, სიახლე: 0
ავტორი: RC3, თარიღი: 27-02-2011 16:42, კომენტარი: 719, სიახლე: 218
ავტორი: loki, თარიღი: 27-02-2011 16:50, კომენტარი: 659, სიახლე: 0
ავტორი: jinjo, თარიღი: 27-02-2011 23:54, კომენტარი: 5439, სიახლე: 0
ავტორი: mowyenili winda, თარიღი: 28-02-2011 01:50, კომენტარი: 6, სიახლე: 0
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE





















--------------------