მოურინიო:"ერთი მეკარის და ათი მცველის წინააღმდეგ ვთამაშობდით"

მოურინიო:"ერთი მეკარის და ათი მცველის წინააღმდეგ ვთამაშობდით"
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, "დეპორტივოსთან" ფრედ დასრულებულ შეხვედრაზე...

"ლა–კორუნიელთა ფეხბურთელები, მეორე ტაიმში ფაქტიურად არ შეხებიან ბურთს. ჩვენ ერთი მეკარის და ათი მცველის წინააღმდეგ ვთამაშობდით. ყველაზე მეტად შედეგს აქვს მნიშვნელობა. ის ვერ იქნა მიღწეული, მაგრამ არ შემიძლია საკუთარი შეგირდების გაკრიტიკება. ერთი გუნდი თამაშობდა მოსაგებად, მეორემ გაჭირვებით მოახერხა ერთი ქულის მოპოვება. ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა 1:0 რომ მოგვეგო".

"დეპორტივო" ისე ითამაშებს, როგორც გამოუვა. არ შემიძლია პრეტენზიები გამოვხატო ამ თემაზე. მიმაჩნია, რომ ეს გუნდი მოხარულია ერთი ქულის მოპოვებით. მათ ისე ითამაშეს, როგორც შეეძლოთ. მთელი ძალით მუშაობდნენ. თუ ისინი ისევე გააგრძელებენ თამაშს, როგორც დღეს, ევროპის ლიგაზე მოსახვედრად იბრძოლებენ. ქედს ვიხრი ამ კლუბის წინააღმდეგ, მაგრამ დღევანდელი მატჩი არცერთ სხვას არ ჰგავდა".

"ბარსელონასთან" ჩამორჩენა 7 ქულაა. რა თქმა უნდა, დიდია, მაგრამ მათემატიკა დიდ როლს თამაშობს ფეხბურთში. ამიტომ, სანამ შეგვიძლია, ვიბრძოლებთ".

"არ მიყვარს არბიტრებზე საუბარი. არ ვიცი, შეეხო თუ არა "დეპორტივოს" ფეხბურთელი საკუთარ საჯარიმოში ბურთს ხელით. ამ ეპიზოდისგან შორს ვიდექი. ლიონში დავინახე ხელით თამაში. ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელით თამაში ვერ დავინახე. მეოთხე არბიტრს იმიტომ დავუპირისპირდი, რომ ჩემს ფეხბურთელებთან თავაზიანად საუბარი ვთხოვე, რადგან ის, რასაც არბიტრი მათი მისამართით ამბობდა, ეს არ არის ნორმალური".

"მუდამ ვცდილობ დავიცვა მადრიდის "რეალის" და მისი ფანების ინტერესები. მატჩების განრიგი სპეციალისტებს აიძულებს თავიანთი საქმის კეთებას. ეს მატჩი რომ კვირას გვეთამაშა, კარგი იქნებოდა, მაგრამ კალენდარზე პასუხისმგებელი ხალხი, ყველაფერს კარგად ხვდება. ვიცი, რომ ბევრი მათგანი ჩემს ზურგსუკან იცინის, მაგრამ მე ამის წინააღმდეგ ისევ გავაგრძელებ ბრძოლას, რომელიც დაუშვებელია".



ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
ავტორი - Faqo Oo

თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: LuckY Madridista, თარიღი: 27-02-2011 19:39, კომენტარი: 3376, სიახლე: 297  
Author
რაც მოხდა მოხდა,ეხლა მაგას ვერაფერი ვერ შეცვლის ჯობია ლიონთან სათამაშოთ მოვემზადოთ..


--------------------

ავტორი: pipita, თარიღი: 27-02-2011 19:46, კომენტარი: 311, სიახლე: 0  
User
დაიკიდე რა,მთავარი ლიონია ამ ეტაპზე.წელს მაინც ვერ მოვიგებთ ლალიგას,ეს უკვე აშკარაა.აი ჩემპიონთა ლიგაზე კი ძაძები უნდა ჩავაცვათ ყველას RealMadrid1

ავტორი: beqa_jibuti_real, თარიღი: 27-02-2011 20:07, კომენტარი: 216, სიახლე: 0  
User
აგარ აქვს აზრი წუწუნს ვეგარ შეცვლით ვერაფერს.

ავტორი: halamadrid, თარიღი: 27-02-2011 20:46, კომენტარი: 4977, სიახლე: 0  
Friend
რას ვუზამთ აწი რაც იყო იყო RealMadrid1 recourse


--------------------

ავტორი: Los Blancos, თარიღი: 27-02-2011 22:40, კომენტარი: 156, სიახლე: 0  
User
მოურინიო მაინც მგელია მგელიიი

ავტორი: jinjo, თარიღი: 27-02-2011 23:48, კომენტარი: 5439, სიახლე: 0  
Friend
რას იზამ ხანდახან ეგეთი თამაშიც არის ხოლმე


--------------------

ავტორი: Nemo Darko, თარიღი: 28-02-2011 22:01, კომენტარი: 779, სიახლე: 0  
Friend
ამას არ ეთქმის ეს wink

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი