რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » "რეალი" დე ხეას შეძენაზე კვლავ ფიქრობს

"რეალი" დე ხეას შეძენაზე კვლავ ფიქრობს

17-09-2015, 16:51
ავტორი: ZZ
ნახვა: 1216
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"რეალი" დე ხეას შეძენაზე კვლავ ფიქრობს
ისტორია მომავალ ზაფხულს გაგრძელდება...

მადრიდის "რეალში" არ ესიამოვნათ ის ფაქტი, რომ ჟორჟე მენდეშმა დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაიყოლია. თუმცა, აგენტი, რომელსაც "სამეფო კლუბთან" კარგი ურთიერთობა აქვს, იმ აზრზე დგას, რომ გახანგრძლივებული კონტრაქტი გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ესპანელი კიპერი მადრიდული გრანდის ფეხბურთელი გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი ჩაიშალა და დავიდმა "იუნაიტედთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, "რეალს" 24 წლის მეკარის თავის რიგებში ხილვა ისევ სურს, მაგრამ ამჯერად "სამეფო კლუბს" "ემიუსთან" უფრო სერიოზულ თანხაზე საუბარი მოუწევს, ვიდრე ამ ზაფხულს იყო.

ამ დროისათვის მადრიდული გრანდის წარმომადგენლები დე ხეას ტრანსფერის დაჩქარებას არ გეგმავენ. გარდა ამისა, კლუბში "წითელ ეშმაკებთან" გაფუჭებულ ურთიერთობას ითვალისწინებენ, რომლებმაც ესპანელთა აზრით ტრანსფერის ჩაშლისთვის ყველაფერი გააკეთეს. მიუხედავად ამისა, ფლორენტინო პერესს და დირექტორთა საბჭოს დე ხეას გადაბირებაზე უარი არ უთქვამთ და მოლაპარაკებების განახლებაში დიდი როლი კვლავ ჟორჟე მენდეშს დაეკისრება.

ABC-ს ინფორმაციით, ესპანელ კიპერთან კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ, მენდეშმა "იუნაიტედისგან" იმის პირობა მიიღო, რომ დავიდს "რეალში" დაუფიქრებლად გაყიდიან, თუ მადრიდული გრანდის შემოთავაზება დააკმაყოფილებთ. გარდა ამისა, პორტუგალიელი აგენტი "წითელ ეშმაკებს" შეუთანხმდა იმის თაობაზე, რომ დე ხეას გამოსასყიდი თანხა 60-დან 40 მლნ. ევრომდე შემცირდებოდა. თუმცა, კიპერის ხელფასი 13,5 მლნ. ევრომდე გაიზარდა.

აღნიშნული ინფორმაცია "რეალის" ხელმძღვანელობის ყურამდე მივიდა, რომლებიც მალე მომდევნო სეზონის შემადგენლობის ფორმირებაზე ფიქრს დაიწყებენ.
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.