MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ბენზემა ბოლო ოთხი მატჩია "გრანადას" კარის აღებას ახერხებს

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ლა ლიგა თარიღი: 18-09-2015, 02:58
ბენზემა ბოლო ოთხი მატჩია "გრანადას" კარის აღებას ახერხებს

გასულ სეზონში ფრანგმა ფორვარდმა ერთი გოლი "ნუევო ლოს-კარმენესზე" გაიტანა, ორი კი "სანტიაგო ბერნაბეუზე"...

"ბეტისის", "ესპანიოლისა" და "შახტარის" კარში გატანილი მრავალი გოლის შემდეგ, მადრიდის "რეალი" ეცდება ამ შაბათს არც "გრანადა" დაინდოს. ქარიმ ბენზემა ამ გუნდთან ჩატარებულ ბოლო მატჩებში ძალიან ეფექტურია. ფრანგი ფორვარდი ბოლო ოთხი შეხვედრაა ანდალუსიური კლუბის კარის დალაშქვრას ახერხებს.

სერია 2013/14 წლების სეზონში "ნუევო ლოს-კარმენესზე" დაიწყო, სადაც "ბლანკოსმა" 1:0 იმარჯვა, გამარჯვების მომტანი გოლი კი ბენზემამ გაიტანა. იმავე სეზონში "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ მატჩში ორი გოლიდან ერთი ფრანგმა ფორვარდმა ჩაიწერა აქტივში, "რეალმა" კი 2:0 მოიგო.

და ბოლოს, გასულ სეზონში ქარიმმა "გრანადას" კარში სამი გოლი გაიტანა: ერთი გასვლით შეხვედრაში, ორი კი საშინაო არენაზე, რომელიც "ბლანკოსმა" 9:1 მოიგო.

ისკოს დებიუტი და გოლი "ბეტისთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე"

იმავე შეხვედრაში დანი კარვახალმაც "რეალის" მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა......

"ბეტისის" კარში გოლის გატანა "რეალის" ხუთმა ფეხბურთელმა მოახერხა

სევილიელთა კარის აღება რამოსმა, ისკომ, ბეილმა, ბენზემამ და კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხეს......

რონალდუმ სეზონი 66 გოლით დაასრულა

კრიშტიანუ რონალდუმ სეზონის ბოლო მატჩი პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა. მან 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში სომხეთთან ჰეთ–ტრიკი შეასრულა. შესაბამისად, გასულ სეზონში ჩატარებულ 60 მატჩში 66 გოლი გაიტანა......

რონალდუ "ბერნაბეუზე" "ხეტაფეს" კარში გოლის გატანას მუდამ ახერხებს

პორტუგალიელმა "ხეტაფეს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებულ 4 მატჩში 9 გოლი გაუტანა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.