MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ფლორენტინო პერესი: "უნდა გავერთიანდეთ და გავარკვიოთ, ვინ მოქმედებს "რეალის" წინააღმდეგ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 18-09-2015, 20:45
ფლორენტინო პერესი: "უნდა გავერთიანდეთ და გავარკვიოთ, ვინ მოქმედებს "რეალის" წინააღმდეგ"

კლუბის პრეზიდენტის ინტერვიუ...

ერთიანობა

"მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში შევძლებთ გავარკვიოთ, თუ ვინ მოქმედებს "რეალის" წინააღმდეგ".

მწვრთნელის ცვლილებაზე

"გუნდს ახალი იმპულსი ესაჭიროებოდა და სწორედ ამიტომ მწვრთნელის შეცვლა გადავწყვიტეთ. რაფა ბენიტესი გამოცდილი სპეციალისტია. ასევე, შესანიშნავი ტაქტიკოსი".

კლუბის ოფიციალურ ტელევიზიაზე

"ერთ-ერთ არხთან შეთანხმების მიღწევას ვცდილობთ, რადგან ოქტომბერში მთავრობა ლიცენზიებს გასცემს. ვიმედოვნებ, ერთ-ერთი მათგანი ჩვენი იქნება".

ფინანსურ მდგომარეობაზე

"ყველა სატელევიზიო კონტრაქტი მანამდე გავაფორმეთ, სანამ კრიზისი დაიწყებოდა და ესპანური კლუბების უმეტესობა ტელეტრანსლაციებიდან თანაბარ შემოსავალს მოითხოვდა. ტელეუფლებების გაყიდვიდან ფინანსების განაწილების ახალი სისტემის მეშვეობით, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში რამდენიმე წელიწადია მოქმედებს, ამ კლუბების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი იქნება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენი პროდუქტის გაყიდვა მომგებიან ფასად უნდა ვცადოთ".

ვიქტორ ფერნანდესის დანიშვნის თაობაზე

"მისი მოსვლა რესტრუქტურიზაციის ნაწილია, რომელიც ახალგაზრდა კანტერანოების მომზადების გაუმჯობესებისკენაა მიმართული".

უახლოეს პერიოდში კანტერის დირექტორი ვიქტორ ფერნანდესი გახდება

დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში 54 წლის ვიქტორ ფერნანდესს მადრიდის "რეალის" კანტერის დირექტორად დანიშნავენ და 3–წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ......

სანჩისი: "ბენიტესს "რეალში" წარმატების მიღწევა შეუძლია"

"რეალის" ექს–ფეხბურთელს ახალი მთავარი მწვრთნელის სჯერა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.