რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » კასილასი: ""რეალს" და ფლორენტინო პერესს ცუდად არასოდეს მოვიხსენიებ"

კასილასი: ""რეალს" და ფლორენტინო პერესს ცუდად არასოდეს მოვიხსენიებ"

19-09-2015, 01:27
ავტორი: ZZ
ნახვა: 1482
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
კასილასი: ""რეალს" და ფლორენტინო პერესს ცუდად არასოდეს მოვიხსენიებ"
მადრიდის "რეალის" ექს-კიპერი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში დუმილს ინარჩუნებდა და ამ ზაფხულს "პორტუში" გადაბარგების შემდეგ სიტყვა არ უთქვამს. თუმცა, ამ კვირას, ჟურნალ "Papel"-ში მისი ძალიან ვრცელი, 14-გვერდიანი ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც "სამეფო კლუბში" გატარებულ დროზე საუბრობს და ამბობს, რომ "რეალს" და ფლორენტინო პერესს ცუდად არასოდეს მოიხსენიებს...

Papel-ის დირექტორმა ხავი გომესმა მთელი დღე ესპანეთის ნაკრების კაპიტანთან ერთად გაატარა. მას ყველაფერზე ესაუბრებოდა: "რეალიდან" წასვლაზე, ფლორენტინო პერესთან ურთიერთობაზე, მის შვილზე, სიმშვიდეზე, რომელიც პორტუგალიაში დაიბრუნა. ასევე, საქმიანობაზე, რომლითაც კარიერის დასრულების შემდეგ დაკავდება.

ინტერვიუში იკერი ამბობს, თუ რატომ ინარჩუნებდა ბოლო ორი სეზონის განმავლობაში სიჩუმეს, მას შემდეგ, რაც მოურინიოს ბოლო სეზონში სიტუაცია გაუარესდა: "ირგვლივ ძალიან ბევრი რამ ითქვა და დუმილს ვამჯობინებდი, რადგან არ მსურდა ჩემი სიტყვებით კლუბისთვის ზიანი მიმეყენებინა. სხვები ლაპარაკობდნენ... მაგრამ ისინი ჩემზე საუბრობდნენ. თუმცა, არაფერს ვნანობ".

ბოლო მადრიდულ სეზონში კასილასს ბევრი აკრიტიკებდა, "სანტიაგო ბერნაბეუს" ტრიბუნებიდან ხშირად უსტვენდნენ, პრესისთვის ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებდნენ და თვლიდნენ, რომ ესპანელი კიპერი კლუბიდან წასვლას ფულის გამო აფერხებდა. თუმცა, იკერს ეს არ აღელვებს: "ეს ყველაფერი არ მაღელვებს. "რეალს" და ფლორენტინო პერესს ცუდად არასოდეს მოვიხსენიებ".

იკერმა "რეალიდან" წასვლაზეც გააკეთა კომენტარი: "ეს ჩემი დამშვიდობება იყო. ახლა წარსულის გახსენება და სხვა ფეხბურთელების გაცილებასთან ჩემი სიტუაციის შედარება არ მსურს. ეს ჩემი დამშვიდობებაა და ისტორიას ასე შემორჩება".
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
takoo 19 სექტემბერი 2015 09:55
eh iker ra qeni es sad waxvedi vis xelshi dagvtove
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.