MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"რეალს" ლა ლიგის საშინაო მატჩებში 3600 გოლი აქვს გატანილი

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ლა ლიგა თარიღი: 21-09-2015, 11:59
"რეალს" ლა ლიგის საშინაო მატჩებში 3600 გოლი აქვს გატანილი

ქვეყნის პირველობაზე ჩატარებულ საშინაო მატჩებში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ალფრედო დი სტეფანოა...

"გრანადასთან" (1:0) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მადრიდის "რეალს" ლა ლიგაში საშინაო მოედანზე 3600 გოლი დაუგროვდა. ანდალუსიელებთან შეხვედრაში ერთადერთი გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა. ფრანგ ფორვარდს ლა ლიგაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" 67 გოლი აქვს გატანილი. ქვეყნის პირველობის საშინაო მატჩებში ბენზემა გუნდის მეოთხე ბომბარდირია. ის ალფრედო დი სტეფანოს (145 გოლი), რაულს (141) და კრიშტიანუ რონალდუს (127) ჩამორჩება.

ლა ლიგის წლევანდელ სეზონში გუნდმა ორ საშინაო მატჩში უკვე ექვსი გოლი გაიტანა. "სამეფო კლუბისთვის" საშინაო მატჩებში გატანილი გოლების მხრივ ყველაზე შედეგიანი 1989/90 წლების სეზონი გამოდგა. გუნდმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 78 გოლი გაიტანა.

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული მატჩები
"რეალმა" ლა ლიგის საშინაო მატჩში ყველაზე დიდი ანგარიშით 1959/60 წლების სეზონში "ელჩესთან" (11:2) მოიგო, შემდეგ კი 1958/59 წლების სეზონში "ლას-პალმასი" (10:1) გაანადგურა.

ბენზემა ბოლო ოთხი მატჩია "გრანადას" კარის აღებას ახერხებს

გასულ სეზონში ფრანგმა ფორვარდმა ერთი გოლი "ნუევო ლოს-კარმენესზე" გაიტანა, ორი კი "სანტიაგო ბერნაბეუზე"......

"რეალი" – ყველაზე შედეგიანი გუნდი ევროპის 5 წამყვან ლიგაში

მადრიდის "რეალმა" ქვეყნის პირველობა 118 გოლით დაასრულა. ეს კლუბის ისტორიაში მეორე შედეგია......

რონალდუ – საუკეთესო ბომბარდირი წამყვანი ლიგების გასვლით მატჩებში

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის 5 წამყვან ლიგაში გასვლით მატჩებში 20 გოლი გაიტანა......

რონალდუ "ბერნაბეუზე" "ხეტაფეს" კარში გოლის გატანას მუდამ ახერხებს

პორტუგალიელმა "ხეტაფეს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებულ 4 მატჩში 9 გოლი გაუტანა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.