რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » დი მარია: "თუ "რეალს" გოლს გავუტან, არ აღვნიშნავ"

დი მარია: "თუ "რეალს" გოლს გავუტან, არ აღვნიშნავ"

22-09-2015, 02:59
ავტორი: ZZ
ნახვა: 2355
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
დი მარია: "თუ "რეალს" გოლს გავუტან, არ აღვნიშნავ"
ანხელ დი მარიას ინტერვიუ Uefa.com-თან...

• 2014 წლის ლისაბონის ფინალში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდით, "რეალმა" კი "ატლეტიკო" დაამარცხა.

ეს საოცრება იყო. არასდროს დამავიწყდება. მესამე გოლის შემდეგ, როცა მივხვდით, რომ ტიტული ჩვენი იყო, ფანტასტიური წუთები განვიცადე. ჩემპიონთა ლიგის თასის ხელში დაჭერისას ჟრუანტელმა დამიარა. იგივეს გამეორება კიდევ მსურს.

• ჯგუფურ ეტაპზე "რეალთან" თამაში მოგიწევთ.

როცა ცნობილი გახდა, რომ პარიზში გადავბარგდებოდი, მეუღლეს ვუთხარი, რომ "რეალი" შეგვხვდებოდა. არ ვიცი, როგორ მიმიღებს პუბლიკა, მაგრამ ერთად "დესიმა" და ბევრი რამ მოვიგეთ. "სამეფო კლუბში" ჩემი ბოლო მატჩის შემდეგ, რომელიც "ატლეტიკოსთან" ჩავატარეთ, გულშემატკივრები ფეხზე დამდგარნი მაცილებდნენ, რადგან უკვე ცნობილი იყო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავდიოდი. ვფიქრობ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნება შესანიშნავი იქნება. თუ გოლს გავიტან, არ აღვნიშნავ. ყველაფერი, რასაც ამ კლუბში მივაღწიე, ჩემს გულში დარჩა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.