რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ხამესი, ბეილი და რამოსი მადრიდული დერბისთვის მზად იქნებიან

ხამესი, ბეილი და რამოსი მადრიდული დერბისთვის მზად იქნებიან

28-09-2015, 22:50
ავტორი: ZZ
ნახვა: 1461
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
ხამესი, ბეილი და რამოსი მადრიდული დერბისთვის მზად იქნებიან
კვირას მადრიდის "რეალს" "ვისენტე კალდერონზე" დერბი აქვს სათამაშო და "ატლეტიკოს" "ვილიარეალთან" "ელ მადრიგალზე" და "ბარსელონასთან" შინ განცდილი მარცხის შემდეგ აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროება. რაფა ბენიტესმა შესანიშნავად იცის, თუ რა მიზნები აქვს მეტოქე გუნდს და საბრძოლო შემადგენლობას ამზადებს, რომელიც ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მეტოქეს დაამარცხებს. მთავარი სიახლე ხამეს როდრიგესის, გარეთ ბეილისა და სერხიო რამოსის დაბრუნება იქნება. ეს სამი ფეხბურთელი მადრიდული დერბისთვის მზად იქნება...

გასულ სეზონში "რეალმა" ლა ლიგაში ჩატარებული მადრიდული დერბი სტუმრად 4:0 წააგო და იმ საღამოს მატჩი სერხიო რამოსმა, პეპემ, მარსელომ, ლუკა მოდრიჩმა და ხამესმა გამოტოვეს: ხუთმა წამყვანმა ფეხბურთელმა, რომლებიც პეპეს გარდა კვირას გასამართ დერბის სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან.

სერხიო რამოსმა მხრის ტრავმა უკვე მოირჩინა და გუნდთან ერთად უპრობლემოდ ვარჯიშობს. ხამესი, რომელმაც კუნთის ტრავმა ნაკრებში მიიღო, ფაქტიურად განიკურნა და გუშინ ველოსიპედზე ივარჯიშა. გარეთ ბეილმა, რომელმაც კუნთი "შახტართან" მატჩში დაიზიანა, სოციალურ ქსელში თავისი სპრინტის ვიდეო ატვირთა. თუ არანაირი რეციდივი არ მოხდა, ეს ფეხბურთელები "ატლეტიკოსთან" მატჩისთვის რაფა ბენიტესის განკარგულებაში იქნებიან.
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
Offline Offline jinjo 29 სექტემბერი 2015 00:35
midit moemzadet yvela gvchirdebit dzalian, vaskesi da xese ver cvlian kargad xamess da beils
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.