MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ბენიტესი მადრიდული დერბისთვის ემზადება

კატეგორია: სიახლეები, ლა ლიგა თარიღი: 30-09-2015, 17:00
ბენიტესი მადრიდული დერბისთვის ემზადება

"სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა პრიორიტეტი დასახა...

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "მალმიოსთან" დაპირისპირება ელოდება, რაფა ბენიტესი ლა ლიგის მომდევნო ტურში გასამართ მადრიდულ დერბის ვერ ივიწყებს.

ბენიტესისთვის საოცრად მნიშვნელოვანია პირველი გამარჯვება მოიპოვოს ისეთი სტატუსის მქონე მატჩში, როგორიც მადრიდული დერბია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ შვედეთში გუნდთან ერთად პრაქტიკულად გამოჯანმრთელებული ფეხბურთელები - ხამესი, რამოსი და ბეილი არ გაემგზავრნენ.

55 წლის სპეციალისტი ზემოთ ჩამოთვლილ სამ ფეხბურთელს კვირას გასამართ მატჩში ელოდება. ამიტომ, მათი მოედანზე ნაჩქარევი დაბრუნება გამოირიცხა. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ "მალმიოსთან" მატჩში ბენიტესი მოედნის ცენტრში კაზემირო-კოვაჩიჩის დუეტს პირველად განამწესებს. ამით კი მოდრიჩი-კროოსის დუეტს დასვენების საშუალებას მისცემს, დაცვის მარცხენა ფლანგზე კი მარსელოს ალვარო არბელოა შეცვლის.

სავარაუდო შემადგენლობა კი ასეთია:

ნავასი; კარვახალი, ვარანი, ნაჩო, არბელოა; კაზემირო, კოვაჩიჩი; ლუკასი, ისკო, კრიშტიანუ რონალდუ; ხესე.

განაცხადი ცნობილია

რაფა ბენიტესმა "მალმიოსთან" გასამართი საჩემპიონთალიგო დაპირისპირებისთვის 20-კაციანი განაცხადი დაასახელა......

სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

რაფა ბენიტესმა ლა ლიგის მეორე ტურში "ბეტისთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ სასტარტო თერთმეტეული დაასახელა......

"სპორტინგთან" მატჩში ხამესი და ისკო სასტარტოში იქნებიან

რაფა ბენიტესმა ხიხონის "სპორტინგთან" კვირას გასამართი გასვლითი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო......

სასტარტო შემადგენლობა ლა ლიგის პირველ ტურში გასამართი მატჩისთვის

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რაფაელ ბენიტესი ლა ლიგის პირველ ტურში ხიხონის "სპორტინგთან" სტუმრად გასამართ შეხვედრაში დიდი ალბათობით შემდეგ სასტარტო თერთმეტეულს ათამაშებს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.