რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » რაფა ბენიტესი: "დღეს უკეთ ვიასპარეზეთ, ვიდრე "მალაგასთან""

რაფა ბენიტესი: "დღეს უკეთ ვიასპარეზეთ, ვიდრე "მალაგასთან""

1-10-2015, 13:01
ავტორი: ZZ
ნახვა: 569
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
რაფა ბენიტესი: "დღეს უკეთ ვიასპარეზეთ, ვიდრე "მალაგასთან""
რაფა ბენიტესმა "მალმიოსთან" (0:2) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

მატჩი

"თამაშს სერიოზულად ვაკონტროლებდით, მაგრამ მეტოქე გუნდის კონტრშეტევების დროს შეცდომებსაც ვუშვებდით. დღეს უკეთ ვიასპარეზეთ, ვიდრე "მალაგასთან". ბურთის ფლობის მაჩვენებელი 75% იყო ჩვენს სასარგებლოდ, რაც ყველაფერზე მეტყველებს. შეგვეძლო უფრო ცოტა შეცდომა დაგვეშვა, მაგრამ, საქმე იმაშია, რომ მწვრთნელი ვერასდროს იქნება ყველაფრით კმაყოფილი".

კრიშტიანუ რონალდუ

"დღეს კრიშტიანუმ დიდი რაულის რეკორდი დაამხო, რამაც დაამტკიცა, რომ რონალდუს გოლები სისხლში აქვს. მას საზღვრები არ აქვს. უკვე ვთქვი, რომ პორტუგალიელი ხელშეუხებელი ფეხბურთელია. მისი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მოკლე დროში შეუძლია გააკეთოს ის, რისთვისაც სხვებს ბევრად მეტი დრო სჭირდებათ. ამის წყალობით მან ყველაფერს მიაღწია".

როტაცია "ატლეტიკოსთან" მატჩის წინ

"გუნდის ოდნავ გადახალისება გვსურდა, რადგან დღევანდელ მეტოქეს მასირებული დაცვა ჰყავდა და მწვავე შეტევებს ანხორციელებდა. ვფიქრობ, ჩერიშევისა და ლუკას ვასკესის სისწრაფე ძალიან კარგად გამოვიყენეთ, მოდრიჩი კი შუა ხაზს აკონტროლებდა".

მოდრიჩის თამაშში ჩართვა და ბენზემას შეცვლა

"მატჩს ვაკონტროლებდით, მაგრამ დაღლილი ფეხბურთელის შეცვლა იყო საჭირო. ლუკამ ბურთის კონტროლი შესანიშნავად იცის. ჩვენ კონტროლის შენარჩუნება გვსურდა, რადგან ამის წყალობით მეორე გოლი უნდა გაგვეტანა. ბენზემას შეცვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო".
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.