რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » არბელოა: "ის, რასაც რონალდუ მოედანზე აკეთებს, საოცრებაა!"

არბელოა: "ის, რასაც რონალდუ მოედანზე აკეთებს, საოცრებაა!"

1-10-2015, 19:30
ავტორი: ZZ
ნახვა: 958
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
არბელოა: "ის, რასაც რონალდუ მოედანზე აკეთებს, საოცრებაა!"
ალვარო არბელოამ "მალმიოსთან" (0:2) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა...

"ვიცოდით, რომ "მალმიო" შინაურ კედლებში სახიფათო იქნებოდა, ინტენსიური და რთული მატჩი გველოდა. ამ სერიოზული მატჩის შემდეგ ოდნავ დავიღალეთ, მაგრამ სამი ქულის მოპოვებით კმაყოფილები ვართ. მეტოქე დაცვაში კარგად გამოიყურებოდა და კონტრშეტევებზე თამაშს ცდილობდა. პირველ ტაიმში ბურთს ვაკონტროლებდით, გოლიც გავიტანეთ, რისი წყალობითაც მეორე ტაიმში უფრო გახსნილი თამაში ვიხილეთ".

"ის, რასაც კრიშტიანუ რონალდუ მოედანზე აკეთებს, საოცრებაა! ვფიქრობ, რონალდუც კი ვერ იფიქრებდა, რომ ამ ნიშნულს მიაღწევდა, რომლის წყალობითაც ის უკვე "რეალის" ლეგენდაა. მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ვიმედოვნებ, კრიშტიანუ ასეთივე სვლას გააგრძელებს. მის წინაშე ვალდებულნი ვართ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რონალდუმ თავი კომფორტულად იგრძნოს, ხოლო ჩვენი სათამაშო სტილი მის სათამაშო სტილს შეეფერებოდეს".

"ყველანი აქ იმიტომ ვართ, რომ გუნდს დავეხმაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პოზიციაზე არ ვთამაშობდი, მოედანზე გასვლით კმაყოფილი ვარ. სათამაშო პრაქტიკა მივიღე, რომელიც ადრე არ მქონია".

"საეჭვოა მოახლოვებულ დერბიში ბევრი გატანილი გოლი ვიხილოთ, რადგან "ატლეტიკო" კარგად და აგრესიულად იცავს თავს. "ვისენტე კალდერონზე" თამაში მუდამ რთულია. სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. "ატლეტიკოს" კარგი მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც გუნდს დიდი მენტალიტეტი და ჩვენს წინააღმდეგ სერიოზული შემართება ჩაუნერგა. ყოველი მატჩი წინასგან განსხვავდება. ახლა სხვა სეზონია და მეტოქის სტადიონს გამარჯვების მოსაპოვებლად ვეწვევით".
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.