რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ხამეს როდრიგესი დერბიში სათამაშოდ მზადაა

ხამეს როდრიგესი დერბიში სათამაშოდ მზადაა

2-10-2015, 01:36
ავტორი: ZZ
ნახვა: 783
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
ხამეს როდრიგესი დერბიში სათამაშოდ მზადაა
"ატლეტიკოსთან" გასამართ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, რაფა ბენიტესისთვის საუკეთესო სიახლე ისაა, რომ ხამეს როდრიგესი კუნთის ტრავმისგან სრულად განიკურნა და მზადაა კვირას გასამართ მადრიდულ დერბიში მონაწილეობა მიიღოს, თუ ესპანელი სპეციალისტი ამას საჭიროდ ჩათვლის...

ხამესმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო. ლა ლიგის პირველ ტურში ხიხონის "სპორტინგთან" მატჩში გუნდის შეტევა საგრძნობლად გააძლიერა, "ბეტისთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ შეხვედრაში კი დუბლი შეასრულა. შემდეგ ის კოლუმბიის ნაკრებს შეუერთდა, სადაც პერუსთან გამართულ ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო და მოედანს 3-4 კვირით ჩამოშორდა.

ეჭვგარეშეა, რომ ბენიტესს "ატლეტიკოს" ნაქები დაცვის გასარღვევად ხამესის დონის ფეხბურთელი აუცილებლად დასჭირდება. ამჟამად, მადრიდული გრანდის სამწვრთნელო შტაბი მთავარ საკითხს განიხილავს: კოლუმბიელი სასტარტოში განამწესონ თუ მეორე ტაიმში თამაშის გასაძლიერებლად შეიყვანონ მინდორზე. ამ გადაწყვეტილებაზე შესაძლოა გავლენა გარეთ ბეილის მატჩისადმი მზადყოფნამაც იქონიოს, რადგან უელსელიც ახლახანს მომჯობინდა და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ის "როხიბლანკოსთან" თამაშს.

მსგავს სიტუაციაშია გუნდის ორი მცველიც - სერხიო რამოსი და დანილო, მაგრამ კლუბში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და იმედი აქვთ, რომ "ვისენტე კალდერონზე" გასამართი მატჩისთვის ყველა მწყობრში იქნება.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
Offline Offline james jaba 2 ოქტომბერი 2015 12:15
midi xamesito achvene tu ra shegijlia wink wink wink
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.