რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » რონალდუ: "როცა "რეალის" ფორმა პირველად მოვირგე, არ მეგონა, თუ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდებოდი"

რონალდუ: "როცა "რეალის" ფორმა პირველად მოვირგე, არ მეგონა, თუ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდებოდი"

2-10-2015, 21:09
ავტორი: ZZ
ნახვა: 2140
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
რონალდუ: "როცა "რეალის" ფორმა პირველად მოვირგე, არ მეგონა, თუ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდებოდი"
დღეს, მადრიდის "რეალმა" კრიშტიანუ რონალდუსთვის საზეიმო ღონისძიება მოაწყო. პორტუგალიელი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რონალდუ დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა...

"როცა "რეალის" ფორმა პირველად მოვირგე, არ მეგონა, თუ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდებოდი. არ მეგონა, თუ რაულისა და დი სტეფანოს რეკორდებს დავამხობდი".

"ძალიან გახარებული ვარ. მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რადგან მათ გარეშე ეს არ მოხდებოდა. ამ რაოდენობის ადამიანთა მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი".

"რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია ყველა მწვრთნელს მადლობა გადავუხადო: პელეგრინის, მოურინიოს, ანჩელოტის, ბენიტესს... მადლობა ყველას, ვინც კი ოდესმე დამეხმარა: ფიზიოთერაპევტებს, გუნდის ხელმძღვანელებს... თუ ვინმე გამომრჩა, პატიებას ვითხოვ, რადგან ახლა საუბარი მიჭირს".

"გარდა ამისა, მადლობას ვუხდი პრესის წარმომადგენლებსაც. ვიცი, რომ ბოლო დროს მათთან მიმართებაში ცოტა უთანხმოება მქონდა, მაგრამ ეს ჩემი ბუნების ნაწილია. ასევე, ჩემს მეგობრებს, რომლებიც აქ არიან: რიკარდუ, ჩემი აგენტი ჟორჟე მენდეში, ენრიკე. განსაკუთრებული მადლობა კი დედაჩემს და ჩემს ვაჟ კრიშტიანუს".

"ასევე, მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს დღევანდელი ღონისძიებისთვის, რომელიც ჩემთვის მოულოდნელი იყო, ძალიან გამახარა და გამაბედნიერა. მადლობა ყველას და ¡hala Madrid!".
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.