რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ბენიტესი: "ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ბევრი რამ მეტოქის თამაშზე იქნება დამოკიდებული"

ბენიტესი: "ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ბევრი რამ მეტოქის თამაშზე იქნება დამოკიდებული"

3-10-2015, 22:22
ავტორი: ZZ
ნახვა: 933
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ბენიტესი: "ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ბევრი რამ მეტოქის თამაშზე იქნება დამოკიდებული"
რაფა ბენიტესმა "ვისენტე კალდერონზე" გასამართი მადრიდული დერბის წინ პრესკონფერენცია გამართა...

ხამეს როდრიგესზე

"ხუთშაბათს ტრავმირებულ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში ჩავატარეთ, სადაც ხამესმა იმავე ადგილზე კიდევ ერთი დარტყმა მიიღო და კვლავ დისკომფორტი იგრძნო. ის დერბის გამოტოვებს, მაგრამ საბედნიეროდ, ულოა და პეკერმანი (კოლუმბიის ნაკრების ექიმი და მთავარი მწვრთნელი შესაბამისად - ავტ.) ამჟამად მადრიდში არიან და ჩვენი ექიმებისგან ყველა საჭირო ინფორმაცია მიიღეს. ფეხბურთელს ტრავმა არ მოუშუშებია და ვერ ითამაშებს. თავიდან გაურკვეველი ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ ახლა ყველაფერს ნათელი მოეფინა: ხამესი ვერც ჩვენს რიგებში ითამაშებს და კოლუმბიის ნაკრებსაც ვერ დაეხმარება".

გარეთ ბეილზე და სერხიო რამოსზე

"ორივე ფეხბურთელმა ნორმალურ რიტმში ივარჯიშა. ისინი განაცხადში მოხვდებიან. თუმცა, ხვალ გადავწყვეტთ, იქნებიან თუ არა გარეთი და სერხიო სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ ერთი საქმეა სამედიცინო შტაბის თანხმობა, მეორე კი ჩემპიონატის რიტმი. დღეს ისინი ვარჯიშზე თავს შესანიშნავად გრძნობდნენ, მაგრამ გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ".

ბეილის მზადყოფნაზე

"გარეთს ვესაუბრე და ის თავს შესანიშნავად გრძნობს. ფეხბურთელს ყოველთვის თამაში სურს, მაგრამ ეს სურვილი სწორად უნდა შევაფასო. ხვალამდე არაფერს გადავწყვეტთ. ცოტა აუცილებლად უნდა მოვიცადოთ".

დერბიზე

"ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ და მისი მოპოვების სხვადასხვა გზები არსებობს: შეგიძლია შეტევაში წახვიდე ან დაცვაში იყო და გოლის გატანის შანსს დაელოდო. "ატლეტიკო" შესანიშნავი გუნდია. კლუბი, რომელიც თავის სამუშაოს შესანიშნავად უმკლავდება. "როხიბლანკოს" შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს და ამ გუნდს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ დერბიში იასპარეზოს. მოედანზე სრული კონცენტრაციით გავალთ".

"როგორც ყოველთვის, ეს მატჩი ხასიათით და შემართებით იქნება გამორჩეული. "ატლეტიკო" ინტენსიურად და ორგანიზებულად იასპარეზებს. სწორედ ამაშია მისი სიძლიერე. ეს ორგანიზებული გუნდია, რომელიც მოედანზე ინტენსიურად მუშაობს და თავისი უპირატესობით სარგებლობს. ინტენსიურად უნდა ვიასპარეზოთ და ჩვენი ფეხბურთის თამასი ვცადოთ".

ხამესის გამოჯანმრთელების ვადებზე

"ეს არცთუ ისე მნიშვნელოვანია. ყველაზე მთავარი ისაა, რომ კოლუმბიელი რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელდეს. ჩვენ მის მდგომარეობას დავაკვირდით, შევაფასეთ და გადავწყვიტეთ, რომ ფეხბურთელი ჯერ მზად არ არის. ვფიქრობ, ის იმ ვადებში გამოჯანმრთელდება, როგორც ადრე ითქვა".

"ატლეტიკო" მეტოქის კონტრშეტევებს კარგად აკონტროლებს

"ყველაფერი მატჩის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. თუ ისინი გოლის გატანის შანსს დაელოდებიან, ჩვენ ბურთის კონტროლი მოგვიწევს. თუმცა, "ატლეტიკოს" შეუძლია პრესინგსაც მიმართოს და ბურთის კონტროლის საშუალება არ მოგვცეს. ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ, რადგან არავინ იცის, როგორ განვითარდება მატჩი".

თამაშის გადამწყვეტ მომენტებზე

"გუნდი კარგ ფორმაშია. უკეთესად თამაში ყოველთვის შეიძლება, მაგრამ სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ კარგად ვთამაშობთ. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და თამაშის დონე ავამაღლოთ, ხოლო თამაშის მსვლელობა დამოკიდებული იქნება იმაზე, გაიხსნება თუ არა "ატლეტიკო", მიმართავს თუ არა პრესინგს - თუ ისინი თავს დაიცავენ, გუნდი კომპაქტურად ითამაშებს და თავისუფალი სივრცეების ძიება მოგვიწევს. ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ბევრი რამ მეტოქის თამაშზე იქნება დამოკიდებული".

ბეილი ხამესისა და ისკოს ნაცვლად

"ეს ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტია. ყოველ მატჩში საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული იდეალური "რეალი" არ მყავს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ გარეთი და სერხიო დაბრუნდნენ და მეტი არჩევანი მექნება".

"ატლეტიკოსთან" 0:4 მარცხზე

"თითოეული სეზონი და თითოეული გუნდი განსხვავებული ცნებებია. წელს კარგად ვთამაშობთ და ამ მატჩს წინა შედეგთან არანაირი კავშირი არ აქვს. ვიმედოვნებთ, ამჯერად ყველაფერი გამოგვივა".

"ატლეტიკოს" მარცხებზე

"ეს დერბია. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას ვფიქრობ "ატლეტიკოს" ბოლოდროინდელ შედეგებზე. მეტოქეს შესანიშნავად ორგანიზებული თამაში აქვს და რთული მატჩი გველოდება. სწორედ ამ შეტყობინების გაგზავნა მსურს ფეხბურთელებისთვის. სატურნირო ცხრილში "ატლეტიკოს" პოზიციის გამო ეს მატჩი იოლად არ უნდა ჩავთვალოთ. ნახეთ, რა მოხდა "მალაგასთან". "როხიბლანკო" მუშაობს და იხარჯება. მატჩი რთული იქნება".

"მალმიოსთან" მატჩში გაკეთებულ უამრავ გადაცემაზე

"ვცდილობთ კარგად ვითამაშოთ და ბურთი ვაკონტროლოთ, მაგრამ გვსურს თადარიგში ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდეს. კონტრშეტევებზე გავიტანეთ, რადგან ასეთი მახასიათებლების მქონე ფეხბურთელებიც გვყავს. თუ 800 პასი გავაკეთეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი შესაძლებლობა გვაქვს. გუნდის სიძლიერე იმაში გამოიხატება, თუ რამდენად შეუძლია ადაპტირება ამა თუ იმ ასპექტთან".

"ბენფიკაზე"

""ატლეტიკოსა" და "ბენფიკას" მატჩს თვალი მივადევნეთ, მაგრამ ხვალინდელი მატჩი სხვა ისტორიაა. პირველი ბონუსი, რომელიც "ატლეტიკოსთან" ფრის გამო მივიღე, 50 პესეტი (0,30 ევრო - ავტ.) იყო. დერბის მნიშვნელობა კარგად ვიცი. ეს სრულიად განსაკუთრებული მატჩია. მატჩისგან სიამოვნებას მივიღებთ".

კოვაჩიჩზე და კროოსზე

"ვფიქრობ, ტონიმ ბოლო მატჩი კარგად ჩაატარა. ტაქტიკისა და ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით ყველაფერი შესანიშნავად იყო. სხვა საქმეა, რამდენად ზუსტია ფეხბურთელი და ბოლო მატჩში მან თავისი საქმე კარგად შეასრულა. გაგვიმართლა, რომ იმის განხილვის საშუალება გვაქვს, იქნება თუ არა ტონი სასტარტო შემადგენლობაში, რადგან კოვაჩიჩი გვყავს, რომელიც კონკურენციას ქმნის და ეს ჩემთვის კარგია".

კრიშტიანუ რონალდუზე

"მისი სტატისტიკა ყველამ იცის, მაგრამ იმედი მაქვს, ის თავისი ციფრების გაუმჯობესებას გააგრძელებს. მას მივულოცე და კიდევ ბევრი გოლის გატანა ვუსურვე. ის, რომ რონალდუ "რეალის" ისტორიაში შევიდა, ძალიან მნიშვნელოვანია".
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.