MADRIDISTA.GE

Real Madrid News

რამოსმა "რეალის" მაისურით 450-ე მატჩი ჩაატარა

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური თარიღი: 5-10-2015, 02:34
რამოსმა "რეალის" მაისურით 450-ე მატჩი ჩაატარა

ამ დროის მანძილზე კაპიტანმა 55 გოლის გატანა მოახერხა...

სერხიო რამოსი მადრიდის "რეალში" თავისი კვალის დატოვებას აგრძელებს. ანდალუსიელმა მცველმა, რომელიც მადრიდულ გრანდში მე-11 სეზონს ატარებს, "ატლეტიკოსთან" გამართულ დერბიში "რეალის" მაისურით 450-ე მატჩი ჩაატარა.

რამოსმა "სამეფო კლუბში" სადებიუტო მატჩი 2005 წლის 10 სექტემბერს ჩაატარა. მან 450 მატჩიდან 318 ლა ლიგაში, 83 ჩემპიონთა ლიგაზე, 36 სამეფო თასზე, 10 ესპანეთის სუპერთასზე, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და 1 ევროპის სუპერთასზე ჩაატარა.

ტიტულების შთამბეჭდავი კოლექცია
"რეალში" გატარებული ათი წლის განმავლობაში რამოსმა 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 1 ევროპის სუპერთასი, 3 ლა ლიგა, 2 სამეფო თასი და 2 ესპანეთის სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა, სერხიო შესანიშნავი საგოლე ალღოთი გამოირჩევა. ანდალუსიელმა 450 მატჩში მეტოქეთა კარი 55-ჯერ დალაშქრა.

სერხიო რამოსი, 10 წელიწადი მადრიდის "რეალში"

კაპიტანს "რეალის" მაისურით 447 მატჩი აქვს ჩატარებული და ეს-ესაა კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა......

ისკოს დებიუტი და გოლი "ბეტისთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე"

იმავე შეხვედრაში დანი კარვახალმაც "რეალის" მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა......

ხამეს როდრიგესი იუბილარია

კოლუმბიელმა პირველ მადრიდულ სეზონში 17 გოლი გაიტანა......

მარსელო იუბილარია

ბრაზილიელ მცველს 27 წელი შეუსრულდა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.