MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ბენზემა საგოლე ფეერიას აგრძელებს

კატეგორია: სიახლეები, ლა ლიგა თარიღი: 5-10-2015, 21:07
ბენზემა საგოლე ფეერიას აგრძელებს

ფრანგი შესანიშნავ ფორმაშია...

ქარიმ ბენზემა მადრიდის "რეალში" შედეგიან თამაშს აგრძელებს. ბოლო პერიოდში ფრანგი ფორვარდი საფეხბურთო საზოგადოებამ გააკრიტიკა. თუმცა, მან კრიტიკოსები მალევე დაადუმა და თავისი თამაშისგან სიამოვნებას იღებს.

"ატლეტიკოსთან" დერბიში გატანილი გოლით მან სტატისტიკა გაიუმჯობესა. ამჟამად ქარიმს ლა ლიგის 6 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. იმის გათვალისწინებით, რომ ბენზემამ ხიხონის "სპორტინგთან" მატჩი გამოტოვა, ფრანგს საშუალოდ მატჩში 1 გოლი გააქვს.

რაფა ბენიტესის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ბენზემას შედეგიანობა საგრძნობლად გაიზარდა. სანამ კრიშტიანუ რონალდუ ოპტიმალურ ფორმაში არ არის, გუნდში მთავარი გოლეადორის ფუნქციები ქარიმმა იკისრა.

ლა ლიგის წლევანდელ სეზონში ბენზემამ უკვე ორ მატჩში შეძლო უმნიშვნელოვანესი გოლების გატანა: დუბლი "ატლეტიკთან" (1:2) და გოლი "გრანადასთან" (1:0).

ბენზემას საუკეთესო ბომბარდირული სტარტი

ფრანგმა ფორვარდმა გოლის გატანა სეზონის საწყის ოთხ მატჩში მოახერხა......

"რეალს" ლა ლიგის საშინაო მატჩებში 3600 გოლი აქვს გატანილი

ქვეყნის პირველობაზე ჩატარებულ საშინაო მატჩებში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ალფრედო დი სტეფანოა......

BBC-ს ანგარიშზე 200 გოლია

კრიშტიანუმ 112 გოლი გაიტანა, ბენზემამ 47, ბეილმა 41......

"რეალი" – ყველაზე შედეგიანი გუნდი ევროპის 5 წამყვან ლიგაში

მადრიდის "რეალმა" ქვეყნის პირველობა 118 გოლით დაასრულა. ეს კლუბის ისტორიაში მეორე შედეგია......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.