MADRIDISTA.GE

Real Madrid News

რაფა ბენიტესი: "პირველ ტაიმში მოგებაზე ვთამაშობდით"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 5-10-2015, 21:20
რაფა ბენიტესი: "პირველ ტაიმში მოგებაზე ვთამაშობდით"

რაფა ბენიტესმა "ატლეტიკოსთან" (1:1) მატჩის შედეგს გაუკეთა კომენტარი...

"რეალზე"

"პირველ ტაიმში ვდომინირებდით და ბურთს ვაკონტროლებდით. ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. მეორე ტაიმში მეტოქემ ინტენსიურად თამაში დაიწყო, ჩვენ კი კონტრშეტევაზე რვაჯერ გადავედით, მაგრამ ბოლო მომენტებში სიზუსტე გვაკლდა".

შედეგის შენარჩუნებაზე

""ატლეტიკოს" მონდომება დასაფასებელია, რომელმაც ინტენსიური თამაში შემოგვთავაზა, ჩვენ კი უბრალოდ კონტრშეტევებზე გატანა ვერ შევძელით".

ფრეზე

"ორი ქულა დავკარგეთ. "რეალი" წინ იყო, მაგრამ შემდეგ პენალტის და გოლის მომენტში შეცდომა დაუშვა. კონტრშეტევებზე სიზუსტე გვაკლდა".

მატჩის ბოლო მეოთხედზე

"მეტოქე პრესინგს ანხორციელებდა, მაგრამ მანამდე მატჩს ჩვენ ვაკონტროლებდით. პირველ ტაიმში არსებული ბევრი მომენტით კმაყოფილები ვართ".

ამბიციების სიმცირეზე

"პირველ ტაიმში მოგებაზე ვთამაშობდით".

კაზემიროზე

"ის მეორე სართულზე ბრძოლებში გვეხმარება და იცის, რა გააკეთოს ბურთით".

"ბარსელონასთან" უპირატესობის შექმნის აუცილებლობაზე

"ჩვენ ყოველ მატჩში გამარჯვების მოპოვება გვაინტერესებს და იმედი გვაქვს, სანაკრებო შეხვედრებიდან ფეხბურთელები ტრავმის გარეშე დაგვიბრუნდებიან".

დანი კარვახალზე

"მან ბარძაყი დაიზიანა. ვნახოთ, რას გვეტყვის სამედიცინო შემოწმება".

ბენზემას შეცვლაზე

"მარცხენა ფლანგზე ახალი სისხლი გვჭირდებოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ ბეილის სისწრაფე გამოგვეყენებინა და კრიშტიანუ ცენტრს მიახლვოებოდა, რადგან ის მეტოქისთვის სახიფათო ფეხბურთელია. ეს გუნდს ბალანსს შემატებდა".

სიმეონე: "ორი ქულა დავკარგეთ. გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით"

"ატლეტიკოს" არგენტინელი თავკაცის კომენტარი "რეალთან" (1:1) მატჩის შემდეგ......

არბელოა: "ის, რასაც რონალდუ მოედანზე აკეთებს, საოცრებაა!"

ალვარო არბელოამ "მალმიოსთან" (0:2) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა......

ბეილმა კუნთი დაიზიანა

გარეთ ბეილმა დონეცკის "შახტართან" მატჩის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია......

ბუტრაგენიო: "პირველ ტაიმში მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა"

ემილიო ბუტრაგენიომ ხიხონის "სპორტინგთან" (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა......

რაფა ბენიტესი: "ოპტიმისტად ვრჩები"

რაფა ბენიტესი ხიხონის "სპორტინგთან" (0:0) მატჩის შემდეგ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.