რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ტორესი: "თუ ბენიტესს მუშაობას დააცდიან, შედეგი იქნება"

ტორესი: "თუ ბენიტესს მუშაობას დააცდიან, შედეგი იქნება"

7-10-2015, 00:30
ავტორი: ZZ
ნახვა: 1279
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
ტორესი: "თუ ბენიტესს მუშაობას დააცდიან, შედეგი იქნება"
"ატლეტიკოს" ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა რაფა ბენიტესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც დაცვითი ტაქტიკით თამაშის გამო აკრიტიკებენ...

"ბენიტესს საკმაოდ კარგად ვიცნობ. ორ სხვადასხვა გუნდში ფაქტიურად ოთხი წელიწადი ვიმუშავეთ. ის დაცვითი ტაქტიკის მიმდევარი მწვრთნელი არ არის. თუ მას მუშაობას დააცდიან, შედეგი იქნება".

"რაც შეეხება დერბის, ისეთი შეგრძნება იყო, რომ ორი ქულა დავკარგეთ. დიახ, ნამდვილად, როცა შეტევაში დიდი ძალებით მიდიხარ, მეტოქეს კონტრშეტევებისთვის მეტი შესაძლებლობა ეძლევა".

"არ ვიცი, რამდენად კარგი და ცუდი გამოდგა ბოლო ათი წუთი. ჩვენ გამარჯვების მეტი სურვილი, მეტი ენთუზიაზმი და მეტი მომენტი გვქონდა".

"ვფიქრობ, "ატლეტიკო" მეორე ტაიმში თავისი ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი უნდა იყოს. "რეალი" იძულებული გახდა უკან დახეულიყო".

"რატომ არ შევასრულე თერთმეტმეტრიანი დარტყმა? ამას მე არ ვწყვეტ. ამას სიამოვნებით გავაკეთებდი, რათა "ატლეტიკოს" მაისურით მე-100 გოლი გამეტანა".

"ჩემი მომავალი? საიდუმლო არაა, რომ "როხიბლანკოში" დარჩენა მსურს. თუ კლუბიც ასე ფიქრობს, მოლაპარაკებები რთული არ იქნება"
- განაცხადა ფერნანდო ტორესმა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
Offline Offline jinjo 7 ოქტომბერი 2015 01:10
mec vetanxmebi toress, tu mogyavs unda acalo kidec
1sezoniani mwvrtnelebis ar mjera me
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.