MADRIDISTA.GE

Real Madrid News

სერხიო რამოსი: "შეცდომების წყალობით გავუმჯობესდი და ბევრი რამ ვისწავლე"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 7-10-2015, 15:12
სერხიო რამოსი: "შეცდომების წყალობით გავუმჯობესდი და ბევრი რამ ვისწავლე"

სერხიო რამოსმა გაზეთ AS-ს ინტერვიუ მისცა...

კრიტიკა

"ეს მადრიდის "რეალია". აქ საუბრობენ ჩემს შეცდომაზე, მწვრთნელის ცვლილებებზე, იმის შესახებ, მოეწონათ თუ არა ეს ფეხბურთელებს. თუ ვინმე ამისათვის მზად არ არის, მან კლუბის ან პროფესიის შეცვლაზე უნდა იფიქროს".

პენალტი

"პენალტის მომენტში ბავშვური შეცდომა იყო, მაგრამ შეცდომებს ყველანი ვუშვებთ. საბედნიეროდ, ეს შედეგზე არანაირად არ ასახულა, ხოლო შეცდომებზე ვსწავლობთ როგორც ფეხბურთელები, ასევე მწვრთნელები".

ბენიტესის გეგმა მეორე ტაიმში

"რაფა შესანიშნავი მწვრთნელია. მან ფეხბურთის შესახებ ბევრი რამ იცის და ზოგიერთ მატჩში სათამაშო სქემის შეცვლაა საჭირო. ვმუშაობთ, რათა საუკეთესო დონეს მივაღწიოთ და ჩატარებული მატჩებიდან დასკვნები გამოვიტანოთ. "ატლეტიკოსთან" მატჩში ბევრი პოზიტიური მომენტი იყო".

მატჩი

""ვისენტე კალდერონზე" თამაში რთულია და მსგავს სიტუაციებში ფიქრობ იმაზე, რომ მატჩი მალე დასრულდეს. იმის ნაცვლად, რომ მატჩის ბედი გადაწყვიტო და შეტევაში წახვიდე, გაუაზრებლად უკან იხევ, მაგრამ ეს ფეხბურთია. ასეთი რამ შესაძლოა სხვა მატჩებშიც მოხდეს".

დასკვნები დერბის შემდეგ

"შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და მატჩის ბედის გადაწყვეტა შეგვეძლო, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გამოვიდა. "ატლეტიკომ" მოუმატა და გაგვიჭირდა. მეორე ტაიმის საწყის წუთებში ინიციატივა გვაკლდა, რათა სამი ქულა მოგვეპოვებინა, ხოლო მატჩის მიწურულს ყველანი დაცვაში ვიყავით".

შეცდომები

"შეცდომების წყალობით გავუმჯობესდი და ბევრი რამ ვისწავლე. როცა კრიშტიანუ ან რამოსი ცდება, ეს იგივე არ არის, როგორც სხვა ფეხბურთელის შეცდომა. ჩვენს შეცდომებს უფრო განიხილავენ. ეს მოსვენებას არ მიკარგავს. მოსვენებას ის მიკარგავს, რომ ორი ქულა და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ხელიდან გავუშვით. ბევრი შეცდომა დავუშვი და ეს გაუმჯობესებაში დამეხმარება".

"ბარსელონას" მესი აკლია

"მესი შესანიშნავი ფეხბურთელია. არიან ფეხბურთელები, რომლებიც მატჩის ბედს წყვეტენ, რადგან ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან. როცა ისინი გუნდში არ არიან, სხვაობა ყოველთვის შესამჩნევია".

რაფა ბენიტესი: "პირველ ტაიმში მოგებაზე ვთამაშობდით"

რაფა ბენიტესმა "ატლეტიკოსთან" (1:1) მატჩის შედეგს გაუკეთა კომენტარი......

რაფა ბენიტესი: "კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"

რაფა ბენიტესმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დონეცკის "შახტართან" გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

რაფა ბენიტესი: "ოპტიმისტად ვრჩები"

რაფა ბენიტესი ხიხონის "სპორტინგთან" (0:0) მატჩის შემდეგ......

ბენიტესი: "თუ ახალი ფეხბურთელი მოვა, ის იმათზე უკეთესი უნდა იყოს, ვინც ამჟამად გვყავს"

რაფა ბენიტესმა "მილანთან" გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.