რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » კოუტინიოს აგენტი: ""რეალი"? ფილიპეს "ლივერპულში" ყველაფერი აკმაყოფილებს"

კოუტინიოს აგენტი: ""რეალი"? ფილიპეს "ლივერპულში" ყველაფერი აკმაყოფილებს"

8-10-2015, 15:39
ავტორი: ZZ
ნახვა: 863
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
კოუტინიოს აგენტი: ""რეალი"? ფილიპეს "ლივერპულში" ყველაფერი აკმაყოფილებს"
ფილიპე კოუტინიოს აგენტმა, კია ჯურაბჩიანმა, მადრიდის "რეალის" მხრიდან თავისი კლიენტისადმი ინტერესზე ისაუბრა...

"ფილიპეს "ლივერპულში" ყველაფერი აკმაყოფილებს. გასული სეზონის მიწურულს მან ახალ, ხანგრძლივ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ეს მის ამბიციებსა და კლუბისადმი გრძნობებზე მეტყველებს".

"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე "რეალთან" ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, სიმართლეს არ შეესაბამება. წლევანდელ სეზონში ფილიპეს მიზანი ტიტულის მოგება და "ლივერპულთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა".

"ეს ყველაფერია, რაზეც ის არის კონცენტრირებული. სხვა არაფერი"
- განაცხადა ჯურაბჩიანმა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელით "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" ინტერესდებიან.
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.