რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » მებრძოლი თვისებების გამოვლენის დროა

მებრძოლი თვისებების გამოვლენის დროა

12-10-2015, 20:56
ავტორი: ZZ
ნახვა: 746
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მებრძოლი თვისებების გამოვლენის დროა
რთული პერიოდი პეპესთვის...

ხშირმა ტრავმებმა პეპეს თავისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება არ მისცა. მსგავსი სიტუაცია იყო გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერშიც.

წლევანდელ სეზონში რაფა ბენიტესმა დაცვის ცენტრი რამოსი-ვარანის დუეტს მიანდო. რამოსის ტრავმის პერიოდში პეპეს სასტარტოში ადგილის დაბრუნების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ორმა ტრავმამ მას ამ მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალა და დაცვის ცენტრში პორტუგალიელის ადგილი ნაჩომ დაიკავა. პეპემ წლევანდელი სეზონის 9 მატჩიდან 4-ში (3 ლა ლიგაში და 1 ჩემპიონთა ლიგაზე) მიიღო მონაწილეობა, რაც მისი დონის ფეხბურთელს ნამდვილად არ შეეფერება. გასული სეზონის სტარტზე პორტუგალიელმა 8 მატჩიდან 4-ში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მაშინ მისი არყოფნა ცუდი ფიზიკური ფორმით აიხსნებოდა.

მიუხედავად ამისა, პეპე ვარჯიშებზე თავდაუზოგავ მუშაობას გააგრძელებს, რათა მწვრთნელის ნდობა დაიბრუნოს და მატჩები კვლავ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.