რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » "ცსკა" ჩერიშევის არენდით აყვანას გეგმავს

"ცსკა" ჩერიშევის არენდით აყვანას გეგმავს

13-10-2015, 22:21
ავტორი: ZZ
ნახვა: 1071
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"ცსკა" ჩერიშევის არენდით აყვანას გეგმავს
საინტერესო სიახლე...

რუსული პრესის ინფორმაციით, მოსკოვის "ცსკა" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ, დენის ჩერიშევის გადაბირებით დაინტერესდა. "არმიელები" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ყველაფერს იღონებენ, რათა 24 წლის ფეხბურთელი ზაფხულამდე არენდით აიყვანონ.

"ცსკა" ზაფხულში "რეალს" ჩერიშევის თაობაზე დაუკავშირდა, მაგრამ მაშინ დენისმა მადრიდულ გრანდში დარჩენა ამჯობინა. თუმცა, იმის ფონზე, რომ ჩერიშევი "სამეფო კლუბში" სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელია, სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნია, პერსპექტივაში ევროპის ჩემპიონატზე თადარიგის უცვლელი წევრი იქნება. ამიტომ, მას სხვა ვარიანტი არ აქვს და მოსკოველთა შემოთავაზებაზე თანახმა უნდა იყოს.

თავის ინტერვიუებში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ დენისის პოტენციალი მხოლოდ მუდმივი სათამაშო პრაქტიკის შემთხვევაში გაიხსნება. "ცსკა" ჩერიშევს არამარტო სათამაშო დროს, არამედ ნაკრების მწვრთნელთან მუშაობასაც სთავაზობს. გავრცელებული ხმებით, სლუცკი კვლავ კლუბსა და ნაკრებში მუშაობას შეითავსებს.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.