|
სერხიო რამოსს 25 წელი შეუსრულდა
მეორე კაპიტანი იკერ კასილასის შემდეგ, რომელსაც "რეალში" ყველაზე მეტი მატჩი (250) აქვს ჩატარებული.
დღეს განსაკუთრებული დღეა სერხიო რამოსისთვის. ანდალუსიელი, რომელიც "რეალში" მეექვსე სეზონს ატარებს, 25 წლის გახდა. მისი დებიუტი "სამეფო კლუბში" 2005 წლის 10 სექტემბერს, "სელტასთან" მატჩში შედგა. მაშინ რამოსი მხოლოდ 19 წლის გახლდათ. სერხიომ მალევე მოიპოვა "სანტიაგო ბერნაბეუს" სიყვარული. მიუხედავად ასაკისა, მას უკვე 250 მატჩი აქვს ჩატარებული "ბლანკოსის" მაისურით. რამოსი მხოლოდ იკერ კასილასს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 560 მატჩია. 1986 წლის 30 მარტს დაიბადა სერხიო რამოს გარსია, ქალაქ კამასში (ანდალუსია). მისი სიყვარული ფეხბურთისადმი ბავშვობიდანვე გამოიკვეთა. 8 წლის ასაკში ის "სევილიას" შეუერთდა. მისი დებიუტი ლა ლიგაში 2003/04 წლების სეზონში შედგა, როცა 17 წლის იყო. მონდომებამ და კარგმა თამაშმა, ის ჩემპიონატის ერთ–ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად აქცია. ერთი წლის შემდეგ კი სერხიო მადრიდის "რეალს" შეუერთდა. მან "სანტიაგო ბერნაბეუზე" თავისი დაცვითი თამაშის დიდებული ხარისხი გვაჩვენა. ის "თეთრების" უცვლელი წევრი გახდა. წელს კი გუნდის მეორე კაპიტანია. რამოსი გუნდში ცენტრალური მცველის რანგში მოვიდა, დღესდღეობით კი მარჯვენა პოზიციაზე ასპარეზობს. თავისი გოლების უმეტესობა, თავით აქვს გატანილი. ექვს სეზონში მან 30 გოლის გატანა მოახერხა. "რეალთან" ერთად მოგებული აქვს ორი ლა ლიგა და ქვეყნის სუპერთასი. ![]() "რეალის" მსგავსად, ესპანეთის ნაკრებშიც რამოსი უცვლელი წევრია. მისი დებიუტი "ფურია როხაში" 2005 წლის შედგა და მხოლოდ 19 წლის გახლდათ, რაც ბოლო 55 წელიწადში პირველ ახალგაზრდა ფეხბურთელად ხდიდა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ნაკრების რიგებში. სერხიო უკვე ნაკრების ვეტერანია. მას 75 მატჩი აქვს ჩატარებული. ესპანეთთან ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონატი (2008 წელი) და მსოფლიო ჩემპიონატი (2010). ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com ავტორი - Faqo Oo
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: dzroxa, თარიღი: 30-03-2011 13:50, კომენტარი: 174, სიახლე: 0
ავტორი: halamadrid, თარიღი: 30-03-2011 13:51, კომენტარი: 4977, სიახლე: 0
ავტორი: jinjo, თარიღი: 30-03-2011 16:32, კომენტარი: 5439, სიახლე: 0
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
















