|
ტრისტან სელადორი:"ხესეს დიდი პოტენციალი აქვს"
სელადორი არის "ხუვენილ ა"–ს საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი მას შემდეგ, რაც ტორილი "კასტილიას" ჩაუდგა სათავეში.
თქვენ ავარჯიშებთ "ხუვენილ ა"–ს, რომელმაც სულ ახლახანს მოიგო ცენტრალური ზონის ჩემპიონატი. კმაყოფილი ხართი "რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ჩვენ 28 მატჩიდან მხოლოდ 3 თამაში წავაგეთ. შევასრულეთ ჩვენი საქმე და მოვიგეთ ეს ტურნირი, მაგრამ ახლა უფრო რთული გამოცდა გველის წინ. ჩემპიონთა ლიგა და სამეფო თასი". "ხუვენილ ა"–ამ 2009/2010 წლების სეზონში დუბლი შეასრულა. ეს ახალი,ნიჭიერი თაობის დამსახურებააი "ამ ახალგაზრდებს მე ვავარჯიშებ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ შორის არიან ისეთი ძლიერი და ამბიციური ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ პირველ გუნდში თამაში. ყოველ შემთხვევაში ესპანეთის პრიმერადივიზიონში მაინც". მთელი საფეხბურთო სამყარო აღფრთოვანებულია ხესეთი. მართლა ასეთი კარგია ისი "მთელი სეზონის განმავლობაში იგი ახდენდა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას. მას ამ ასაკშიც კი შეუძლია გადაწყვიტოს თამაშის ბედი. იგი ნიჭიერი ფეხბურთელია და ყოველთვის სასიამოვნოა მისი თამაშის ყურება". გულშემატკივრების უმრავლესობა ოცნებობს, რომ პირველ გუნდში იხილოს მორატასა და ხესეს დუეტი. "ამ ფეხბურთელებს აქვთ სხვადასხვა საფეხბურთო ხედვა, მარამ მათ შეუძლიათ ბრწყინვალედ შეავსონ ერთმანეთი. ისინი გენიალური ფეხბურთელები არიან". მოურინიო "კანტერის" შესახებ კარანკას საშუალებით იღებს ინფორმაციას. გაქვთ თუ არა კავშირი მასთანი "აიტორი მას დიდი ხანია იცნობს. ჟოზე ხშირად მოდის "კანტერის" სანახავად, რათა თავისი თვალით იხილოს ახალგაზრდების თამაში. მან ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა გადაანაწილოს დრო პირველ გუნდსა და "კანტერას" შორის". ინფორმაციის წყარო:As.com ავტორი - zuknarto
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: halamadrid, თარიღი: 30-03-2011 23:42, კომენტარი: 4977, სიახლე: 0
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE













--------------------
P.S. iker madloba bayerntan chadenili gmirobistvis!