რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » დანილო: "ტრავმის შემდეგ თამაში იოლი არ არის"

დანილო: "ტრავმის შემდეგ თამაში იოლი არ არის"

18-10-2015, 01:37
ავტორი: ZZ
ნახვა: 1095
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
დანილო: "ტრავმის შემდეგ თამაში იოლი არ არის"
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დანილო გუნდს დაუბრუნდა და სრული მატჩი ჩაატარა. ბრაზილიელმა "ლევანტესთან" (3:0) მატჩზე კომენტარი გააკეთა...

"ტრავმის მორჩენის შემდეგ თამაში რთულია. ფაქტიურად გუნდთან ერთად არ მივარჯიშია, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რომ 90 წუთი ვითამაშე და გუნდს დავეხმარე. დღითიდღე უფრო უკეთ თამაში მსურს".

"კრიშტიანუ? მოედანზე მისი ყოფნა შესამჩნევია. ის ძალ-ღონეს არ იშურებს და მაქსიმალურად იხარჯება".

"მარსელო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის ჩემი თანაგუნდელია, რომელიც "რეალს" ძალიან ეხმარება. როცა ის შესანიშნავ ფორმაშია, კარგ თამაშს აჩვენებს".

"ტრავმების თვალსაზრისით გუნდს რთული პერიოდი აქვს, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ტრავმირებულთა შეცვლა შეუძლიათ. ისინი, რომლებიც მოედანზე არიან, ბოლომდე უნდა დაიხარჯონ".

""პსჟ"-სთან რთული მატჩი გველოდება. პარიზელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, მაგრამ თამაშისთვის მზად ვართ".

"ხესე ვარჯიშებზე მუდამ შესანიშნავად ირჯება და დღეს მას თავის გამოჩენის შანსი მიეცა. მან შესანიშნავი გოლი გაიტანა".

"ახლა, როცა დანი ტრავმირებულია, ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო და გუნდს დავეხმარო. ყველა პოზიციაზე ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.