MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ლუკასმა სულ რაღაც 333 წუთში 4 საგოლე პასი გააკეთა

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 27-10-2015, 22:53
ლუკასმა სულ რაღაც 333 წუთში 4 საგოლე პასი გააკეთა

კანტერანოს შესანიშნავი ასპარეზობა...

მიუხედავად არცთუ ისე დიდი სათამაშო დროისა, ლუკას ვასკესი მატჩიდან მატჩამდე თავის შესაძლებლობებს და მშობლიურ კლუბში თამაშის სურვილს ამტკიცებს. ამის ნათელი დადასტურება ისაა, რომ ის დღესდღეობით "სამეფო კლუბის" საუკეთესო ასისტენტია.

24 წლის ნახევარმცველი გოლის გატანას ისევ ვერ ახერხებს, მაგრამ ლუკასი თანაგუნდელებს გოლის გატანაში უკვე 4-ჯერ დაეხმარა. მას ამისათვის სულ რაღაც 333 წუთი დასჭირდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ 4 საგოლე გადაცემიდან 3 ვასკესმა კრიშტიანუ რონალდუს გაუკეთა, რომელმაც კანტერანოს პასებით "ესპანიოლის", "მალიოსა" და "სელტას" კარი დალაშქრა. ლუკასმა კიდევ ერთი საგოლე პასი ხესეს გაუკეთა. ამ უკანასკნელმა "ლევანტეს" კარის აღება მოახერხა.

რაფა ბენიტესი, რომლის ინიციატივაც ვასკესის მშობლიურ კლუბში დაბრუნება იყო, კანტერანსო ნდობას უცხადებს. ლა ლიგის განვლილ ტურში ესპანელმა სპეციალისტმა ლუკასი სასტარტოში განამწესა, სკამზე კი ისკო დატოვა. გარდა ამისა, სამწვრთნელო შტაბის თვალში გალისიელი უფრო პროგრესირებს, ვიდრე ხესე და დენის ჩერიშევი.

ლუკას ვასკესი - გუნდის საუკეთესო ასისტენტი

ზაფხულში მშობლიურ კლუბში დაბრუნებული კანტერანოს შესანიშნავი სტატისტიკა......

რონალდუს "სელტას" კარში 12 გოლი აქვს გატანილი

პორტუგალიელის შესანიშნავი სტატისტიკა ვიგოელთა წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებში......

"მომავალ შეხვედრამდე, ლუკას"

გაზეთ AS-ის მთავარი რედაქტორის ტომას რონსეროს მოსაზრება......

რონალდუმ რეკორდული რაოდენობის საგოლე პასი გააკეთა

პორტუგალიელმა ლა ლიგაში თავისი რეკორდი დაამხო და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

17.02.2019 15:00


1 - 2

13.02.2018 00:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.