რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » კეილორ ნავასი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გვსურს"

კეილორ ნავასი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გვსურს"

2-11-2015, 20:14
ავტორი: ZZ
ნახვა: 514
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
კეილორ ნავასი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გვსურს"
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "პსჟ"-სთან გასამართი საშინაო მატჩის წინ, კეილორ ნავასმა "უეფას" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა...

"პარიზელთა შემადგენლობაში მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, რომელთაც ჩვენთვის სირთულეების შექმნა შეუძლიათ. ჩვენს გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან სურს. ვცდილობთ თითოეული მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ, რათა ტურნირზე გამარჯვება მოვიპოვოთ, მაგრამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ".

კარგი სტარტი ტურნირზე

"ძალიან მიხარია, რომ ასეთ პრესტიჟულ ტურნირზე ვთამაშობ. ვიმედოვნებ, შემდეგშიც კარგად ვიასპარეზებთ. გუნდი დიდ სამუშაოს ასრულებს, მაგრამ დიდი გზის გავლა და ბევრი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. ვიცით, რომ ჩვენგან ყველა ტურნირზე გამარჯვებას ელიან და ეს უნდა გვახსოვდეს".

ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისგან მიღებული ემოციები

"ეს ნამდვილად განსაკუთრებული მომენტებია. ტურნირზე ბევრი ტოპ-კლუბი მონაწილეობს. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი დამატებითი მოტივაციაა, მაგრამ მოედანზე 22 ფეხბურთელი გადის და უსაზღვროდ მოტივირებული უნდა იყო, რადგან კონცენტრაცია წამითაც რომ დაკარგო, შესაძლოა ძალიან ძვირად დაგიჯდეს".

"პსჟ"-სთან მოახლოვებული მატჩი

"მათ შემადგენლობაში მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. თითოეული მათგანი სახიფათოა. ყოველთვის ვცდილობ მატჩებს შესანიშნავ ფორმაში შევხვდე. ჩემი წარმატების გასაღები ვარჯიშებზე მუშაობა და ფსიქოლოგიური მომზადებაა. ჩემი საუკეთესო თვისებების გამოსავლენად აუცილებლად სრულად კონცენტრირებული უნდა ვიყო".

"რეალის" მზადყოფნა ტიტულის კვლავ მოსაგებად

"ასეთ ტურნირზე გამარჯვება გუნდისთვის მუდამ მნიშვნელოვანია. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მაგრამ მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარება მოგვიწევს როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ასევე პლეი-ოფში. სულსა და გულს ჩავდებთ, რათა ფინალამდე მივიდეთ, შემდეგ კი გავიმარჯვოთ".

დაცვის ხაზი

"გუნდი კარგ სამუშაოს ასრულებს. დაცვის საიმედო თამაშში წვლილი თითოეულ მათგანს შეგვაქვს. მეტოქეს ჩვენს კართან ხიფათის შექმნა გაუჭირდება, თუ ერთად დავიცავთ თავს, თავდამსხმელების ჩათვლით. მოკლედ, მწვრთნელის მითითებებს ვასრულებთ და ვცდილობთ ყოველ თამაშში განვვითარდეთ".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
Offline Offline Andro=madridi 2 ნოემბერი 2015 21:26
Movigebt aba be
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.