ტიაგო სილვა: "ვფიქრობ, რონალდუ "პსჟ"-ში გადმობარგდება" » MADRIDISTA.GE - მადრიდის "რეალი"
რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ტიაგო სილვა: "ვფიქრობ, რონალდუ "პსჟ"-ში გადმობარგდება"

ტიაგო სილვა: "ვფიქრობ, რონალდუ "პსჟ"-ში გადმობარგდება"

8-11-2015, 15:27
ავტორი: ZZ
ნახვა: 1184
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ტიაგო სილვა: "ვფიქრობ, რონალდუ "პსჟ"-ში გადმობარგდება"
"პსჟ"-ს კაპიტანმა, ტიაგო სილვამ, კრიშტიანუ რონალდუს პარიზულ კლუბში შესაძლო გადაბარგების თაობაზე ისაუბრა...

"ამის შესახებ არაფერი ვიცი. რა თქმა უნდა, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მასთან ერთად თამაში შესანიშნავი იქნებოდა. კრიშტიანუ მსოფლიოში საუკეთესოა. თუ კლუბს მისი შეძენა სურს, ჩვენ რა თქმა უნდა მომხრეები ვიქნებით".

"რონალდუ მსოფლიოს ნებისმიერ კლუბს მოერგება, "პსჟ"-ს კი განსაკუთრებით. ჩვენი სანუკვარი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა".

"ვფიქრობ, რონალდუ "პსჟ"-ში გადმობარგდება. არ ვიცი, რა უთხრა მან ბლანს, რადგან მწვრთნელს ამის შესახებ ფეხბურთელებთან არაფერი უთქვამს, მაგრამ მისი გადმობარგების იმედი მაქვს".

"რონალდუ ფრანგულად კარგად საუბრობს, ჩემზე უკეთ და თუ ეს მომავალ წელს მოხდება, ჩვენ საუბარში პრობლემა არ გვექნება"
- განაცხადა ტიაგო სილვამ.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.