MADRIDISTA.GE

Real Madrid News

კეილორ ნავასის პირველი "ელ კლასიკო"

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 12-11-2015, 22:42
კეილორ ნავასის პირველი "ელ კლასიკო"

კოსტა-რიკელი გოლკიპერი მადრიდის "რეალის" მაისურით "ბარსელონას" წინააღმდეგ პირველად ითამაშებს...

კეილორ ნავასს 9 დღეში გამოჯანმრთელება და "ელ კლასიკოში" მონაწილეობის მიღება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. გოლკიპერი მცირედითაც კი არ ფიქრობს იმაზე, რომ შესაძლოა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს.

კეილორი "სამეფო კლუბში" 2014 წლის ზაფხულში გადაბარგდა. მან კარგად იცოდა, რომ ძირითადი გოლკიპერის სტატუსისთვის იკერ კასილასთან ბრძოლა მოუწევდა და გამოწვევა მიიღო. ბოლოსდაბოლოს, როცა იკერმა ზაფხულში გუნდი დატოვა და დე ხეას ტრანსფერი ჩაიშალა, რაფა ბენიტესმა კოსტა-რიკელ კიპერს სრული ნდობა გამოუცხადა. ნავასმა თავისი შანსი სრულად გამოიყენა და ამ ეტაპზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია.

გასულ სეზონში კეილორს კატალონიელებთან თამაშის შანსი სამეფო თასის მეოთხედფინალში ჰქონდა. თუმცა, "რეალი" "ატლეტიკოსთან" დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა. თავის მხრივ, კარლო ანჩელოტი ლა ლიგაში კასილასს ათამაშებდა.

კოსტა-რიკელი გოლკიპერისთვის "ბარსელონასთან" მატჩი დამატებითი სტიმული იქნება. ის გეგმავს დაამტკიცოს, რომ უმაღლესი დონის თამაშის ჩვენება ძლიერ გუნდებთანაც შეუძლია. ასე რომ, თუ ნავასის გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის მიხედვით წარიმართა, ის ოცნებას აიხდენს და თავის პირველ "ელ კლასიკოში" იასპარეზებს.

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვენდოთ კეილორ ნავასს

დროა კოსტა-რიკელი გოლკიპერი გავამხნევოთ......

კეილორ ნავასს რეკორდამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

კოსტა-რიკელი გოლკიპერი შესაძლოა "სამეფო კლუბის" ისტორიაში შევიდეს......

დე ხეას ტრანსფერი ჩაშლის პირასაა. ნავასს გუნდის დატოვება არ სურს

კოსტა-რიკელი გოლკიპერი შაბათს ჩატარებული თავისი თამაშით ძალიან კმაყოფილია და რაფა ბენიტესის გუნდში თავის დამკვიდრება სურს......

კეილორ ნავასს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა

კოსტა–რიკელი გოლკიპერი "სამეფო კლუბის" ექიმებმა გამოიკვლიეს......

კონკაკაფის ოქროს თასი – შანსი კეილორ ნავასისთვის

კოსტა რიკელი გოლკიპერი თავის გამოჩენას შეეცდება......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.