რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » რონალდუმ რეკორდული რაოდენობის საგოლე პასი გააკეთა

რონალდუმ რეკორდული რაოდენობის საგოლე პასი გააკეთა

27-05-2015, 20:55
ავტორი: ZZ
ნახვა: 1747
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
რონალდუმ რეკორდული რაოდენობის საგოლე პასი გააკეთა
პორტუგალიელმა ლა ლიგაში თავისი რეკორდი დაამხო და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა...

კრიშტიანუ რონალდუ ლა ლიგაში მადრიდის "რეალის" საუკეთესო ასისტენტი გახდა. "ესპანიოლთან" მარსელოსთვის გაკეთებული პასი პორტუგალიელისთვის პრიმერას განვლილ სეზონში მე–14 გამოდგა. ეს "სამეფო კლუბში" გადაბარგების დღიდან რონალდუს საუკეთესო მაჩვენებელია. მანამდე საუკეთესო მიღწევა 2011/12 წლების სეზონში იყო, როცა კრიშტიანუმ 11 ასისტი მიითვალა. გასულ სეზონში მის აქტივში 7 საგოლე გადაცემა იყო.

კლუბის საუკეთესო ბომბარდირმა დაამტკიცა, რომ არამარტო გოლების გატანა, არამედ საგოლე პასების კეთებაც იცის. ყველაზე მეტი ასისტი პორტუგალიელმა "მალაგასთან" მატჩებში გააკეთა – 4.

კრიშტიანუმ ყველაზე მეტი ასისტი ქარიმ ბენზემასა და ხამეს როდრიგესს გაუკეთა. პორტუგალიელის პასების შემდეგ, ფრანგმა და კოლუმბიელმა ლა ლიგაში 5–5 გოლი გაიტანეს. თითო გადაცემა მან სერხიო რამოსს, ტონი კროოსს, გარეთ ბეილსა და მარსელოს გაუკეთა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.