MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"რეალი" – ყველაზე შედეგიანი გუნდი ევროპის 5 წამყვან ლიგაში

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური თარიღი: 27-05-2015, 21:01
"რეალი" – ყველაზე შედეგიანი გუნდი ევროპის 5 წამყვან ლიგაში

მადრიდის "რეალმა" ქვეყნის პირველობა 118 გოლით დაასრულა. ეს კლუბის ისტორიაში მეორე შედეგია...

ბოლო სეზონებში "რეალს" ყოველთვის 100–ზე მეტი გოლი გააქვს. ეს უკვე ზედიზედ მეექვსე შემთხვევაა, როცა გუნდი ამგვარი შედეგიანობით გამოირჩევა. წლევანდელ სეზონში "ბლანკოსმა" ლა ლიგაში 118 გოლი გაიტანა. ეს ევროპის 5 (ინგლისი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი) წამყვან ლიგაში საუკეთესო შედეგია. "ბარსელონა" ერთადერთია, რომელიც მადრიდელებთან ახლოს იყო. კატალონიელებმა 110 გოლი გაიტანეს. დანარჩენმა გუნდებმა 100–ზე ნაკლები გოლის გატანა შეძლეს.

მადრიდელებს საშუალოდ ერთ მატჩში 3,1 გოლი გაჰქონდათ. გუნდმა 30 მატჩში 4 და მეტი გოლის გატანა მოახერხა. ყველაზე შედეგიანი მატჩები "გრანადასთან" (9:1) და "დეპორტივოსთან" (2:8) იყო.

მეორე საუკეთესო შედეგი კლუბის ისტორიაში
ლა ლიგაში გატანილი 118 გოლი მადრიდული გრანდის ისტორიაში რიგით მეორე საუკეთესო შედეგია. გუნდმა მხოლოდ 2011/12 წლების სეზონში შეძლო ლა ლიგის 121 გოლით დასრულება. მესამე შედეგი 1989/90 წლების სეზონში იყო. მაშინ "ბლანკოსმა" 107 გოლს მოუყარა თავი, მეოთხე შედეგი გასულ სეზონში დაფიქსირდა – 104 გოლი.

რონალდუ მესამე "პიჩიჩის" და მეოთხე "ოქროს ბუცისთვის" იბრძოლებს

პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს "ხეტაფესთან" მატჩის წინ ლა ლიგაში 45 გოლი აქვს გატანილი......

რონალდუ – საუკეთესო ბომბარდირი წამყვანი ლიგების გასვლით მატჩებში

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის 5 წამყვან ლიგაში გასვლით მატჩებში 20 გოლი გაიტანა......

მარსელომ ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და სამეფო თასზე გაიტანა

ეს პირველი სეზონია, როცა ბრაზილიელმა გოლის გატანა სამ ტურნირზე შეძლო......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.