რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » მარსელო: "დღეს არაფერი გამოგვივიდა"

მარსელო: "დღეს არაფერი გამოგვივიდა"

22-11-2015, 15:47
ავტორი: ZZ
ნახვა: 2446
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მარსელო: "დღეს არაფერი გამოგვივიდა"
ბრაზილიელმა მცველმა "ბარსელონასთან" (0:4) განადგურების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა...

"რა თქმა უნდა, ეს მტკივნეული შედეგია. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საკუთარი ქომაგების თვალწინ ვთამაშობდით. ვცდილობდით, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ახლა სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ეს მარცხი დავივიწყოთ. ასეთი მარცხის გამო ქომაგებს აუცილებლად უნდა მოვუბოდიშოთ. ბრძოლას გავაგრძელებთ".

"ეს ძალიან რთული მატჩი იყო და ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რომელიც უნდა გვეჩვენებინა. ბურთის კონტროლისა და შემტევი ფეხბურთისკენ მივისწრაფოდით, მაგრამ ბევრი არაფერი გამოგვდიოდა. მეტოქე ბურთის კონტროლის საშუალებას არ გვაძლევდა, ხოლო როცა ბურთის მოსაპოვებლად დარბიხარ, იოლად იღლები. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყოდი, რომ ცუდი ფიზიკური კონდიციების გამო დავმარცხდით".

"გულშემატკივრებს სრული უფლება აქვთ იმისათვის, რომ უკმაყოფილება გამოხატონ. ჩვენ კი კრიტიკას მხოლოდ ჩვენი თამაშით ვუპასუხებთ. დარწმუნებული ვარ, ამ სიტუაციიდან გამოვალთ. ჩვენ მადრიდის "რეალი" ვართ და გულშემატკივრების ნდობის დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.