რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" იანვარში ისკოს შეძენას შეეცდებიან

"მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" იანვარში ისკოს შეძენას შეეცდებიან

25-11-2015, 15:51
ავტორი: ZZ
ნახვა: 1266
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" იანვარში ისკოს შეძენას შეეცდებიან
ინგლისურ პრესაში კვლავ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისკო ალარკონის გადაბირებით ინგლისის პრემიერლიგის კლუბები ინტერესდებიან...

Daily Mirror-ის ინფორმაციით, ისკოს შეძენა "მანჩესტერ სიტის" სურს. "ქალაქელთა" ჩილელი თავკაცი, მანუელ პელეგრინი, ალარკონთან ჯერ კიდევ "მალაგაში" მუშაობდა და მისი შესაძლებლობები შესანიშნავად იცის. "სიტის" გარდა, ესპანელი ნახევარმცველის შეძენის სურვილი ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელ, არსენ ვენგერსაც სურს.

ფეხბურთელისადმი ინტერესი მეტწილად იმის გამოა განპირობებული, რომ მას "სამეფო კლუბში" არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა აქვს. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ისკოს მეტი სათამაშო დრო სურს, რათა ესპანეთის ნაკრებთან ერთად საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზოს.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.