მადრიდის "რეალი" - "რეალ სარაგოსა" / პრევიუ

მადრიდის "რეალი" - "რეალ სარაგოსა" / პრევიუ
მადრიდის "რეალი" ესპანეთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ლა ლიგის, 34-ე ტურის მატჩს "სანტიაგო ბერნაბეუზე", "რეალ სარაგოსას" წინააღმდეგ გამართავს.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური პირველი მატჩის დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალი" არც თუ ისე კარგ განწყობაზეა, თუმცა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის გუნდს არ აქვს დანებების საშუალება და რომ "რეალი" "სარაგოსას" წინააღმდეგ თავაწეული, ღირსეულად ითამაშებს. ჟოზე მოურინიო გუნდს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მათ "სარაგოსაზე" კონცენტრირებისკენ მოუწოდებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, მატჩის მთავარი არბიტრი აიზა გამესი გახლავთ.

სრული ინფორმაცია პრიმერა დივიზიონზე
მადრიდის "რეალის" განაცხადი
"რეალ სარაგოსას" განაცხადი

ქვემოთ მოცემული სტატისტიკა ასახავს ორივე გუნდის, მადრიდის "რეალის" და "რეალ სარაგოსას" მდგომარეობას ლა ლიგის ტურნირში.

მადრიდის "რეალი" - "რეალ სარაგოსა" / პრევიუ

ერთის მხრივ, მადრიდის "რეალი" შესანიშნავ სეზონს ატარებს, მეორეს მხრივ "რეალ სარაგოსა" არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება, სტუმრები გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოს არიან. ეს მატჩი მათთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა ხავიერ აგირე, გუნდის მთავარი მწვრთნელი ამ მატჩისგან არაფერს ელოდება, სწორედ ასე განაცხადა ხავიერ აგირემ პრესკონფერენციაზე.

მექსიკელი მწვრთნელის გუნდი ძირითადა 4-3-3 სათამაშო სქემით გამოდის. არც დღეს იქნება გამონაკლისი ეს ტაქტიკა, "რეალს" 3 თავდამსხმელი შეუტევს. იხილეთ "რეალის" ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით, "რეალ სარაგოსას" სავარაუდო შემადგენლობა.

ინფორმაციის წყარო:RealMadrid.COM
ავტორი - Mamuka

თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: saatasaata, თარიღი: 30-04-2011 18:56, კომენტარი: 365, სიახლე: 0  
Guest
ar mjera raa rogor gaaqtiurda e saiti rac dizaini shecvlaet mis mere.. sg

ავტორი: halamadrid, თარიღი: 30-04-2011 19:05, კომენტარი: 4977, სიახლე: 0  
Friend
saatasaata,
yes
მოვიგებთ !


--------------------

ავტორი: saatasaata, თარიღი: 30-04-2011 19:18, კომენტარი: 365, სიახლე: 0  
Guest
halamadrid,
wesit da rigit unda movigot mara tu ver moigo realma ar mewyineba imito ro kai gundia saragosa da ar minda ro gavardes primeridan

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი