MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი "კასტილიას" განვითარებას გააგრძელებს

კატეგორია: სიახლეები, კასტილია თარიღი: 28-05-2015, 14:46
ზიდანი "კასტილიას" განვითარებას გააგრძელებს

ფრანგი ლეგენდა მეორე გუნდში დარჩება...

ზინედინ ზიდანი "კასტილიაში" რჩება. ყოველ შემთხვევაში, ერთი სეზონით მაინც. ფრანგი, რომელსაც ესპანეთში სამუშაოდ "უეფას" საჭირო ლიცენზია გააჩნია, კვლავ "ალფრედო დი სტეფანოზე" იმუშავებს, რათა "კასტილიას" სეგუნდას საგზური მოუტანოს.

ზიზუს პირველ სეზონში პრობლემები ჰქონდა და მისი გუნდში დარჩენის თაობაზე ეჭვებიც გაჩნდა. 42 წლის სპეციალისტმა ხელმძღვანელობას დარჩენის თაობაზე თხოვნით მიმართა. "კასტილიაში" ცვლილებები აუცილებლად იქნება. ბევრ ფეხბურთელს უფრო მაღალ დონეზე თამაშის სურვილი აქვს, მაგრამ მწვრთნელს იმედი აქვს, რომ ისეთ გუნდს შექმნის, რომელიც სეგუნდაში დაწინაურდება.

"კასტილიაში" ზიდანის პირველი წელი წარუმატებელი იყო. შედეგად, მისმა პოპულარობამ იკლო. ეს გამოკითხვებშიც გამოჩნდა, როცა კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ მისი ჩანაცვლების კანდიდატთა სია გამოქვეყნდა. ამიტომ, ამჟამინდელ გუნდში დარჩენა და სეგუნდაში დაწინაურება მის მომავალს ხელს შეუწყობს. გარდა ამისა, პირველი გუნდის ჩაბარების შანსებიც გაიზრდება.

"ვინ უნდა ჩაანაცვლოს ანჩელოტი?" – Marca-ს გამოკითხვაში ზიდანმა 11,7% მიიღო და მეოთხე ადგილი დაიკავა. ის კლოპს, ბენიტესსა და მიჩელს ჩამორჩა.

ბენიტესის მწვრთნელად დანიშვნით ილიარა და კოენტრაუ იხეირებენ

იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის "რეალს" რაფაელ ბენიტესი ჩაიბარებს, ასიერ ილიარამენდი და ფაბიუ კოენტრაუ შესაძლოა გუნდში დარჩნენ......

ბენიტესს დამხმარედ ზიდანი სურს

რაფაელ ბენიტესს, რომელიც მალე მადრიდის "რეალს" ჩაიბარებს, დამხმარედ "კასტილიას" თავკაცი ზინედინ ზიდანი სურს......

ბურგი შესაძლოა "ხეტაფეში" გადაბარგდეს

"კასტილიას" საუკეთესო ფეხბურთელს ინტერესი არ აკლია......

რთული სეზონი ედეგორისთვის

ნორვეგიელს ახალ გარემოსთან ადაპტირება უჭირს......

ბრმა რწმენა ბეილისადმი

უელსელმა თავის მწვრთნელს კვლავ იმედები გაუცრუა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.