MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ფლორენტინო პერესის მწვრთნელები

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი თარიღი: 6-01-2016, 21:50
ფლორენტინო პერესის მწვრთნელები

ფლორენტინო პერესი მწვრთნელს ძალაუფლებას მუდამ ართმევდა. თუ კოლუმბიაში თვითმფრინავი ვარდებოდა, დამნაშავე მწვრთნელ იყო. თუ ფეხბურთელი ვარჯიშზე მთვრალი მიდიოდა, ამაშიც მწვრთნელი იყო დამნაშავე. 2009 წელს არიგო საკიმ AS-თან ინტერვიუში ფლორენტინო პერესის მწვრთნელებთან მიდგომაზე სწორედ ეს განაცხადა...

საკი ამ ყველაფერს თავისი თვალებით ხედავდა, როცა 2005 წელს პერესმა თავის გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე ის სპორტულ დირექტორად დანიშნა. ფლორენტინო მეორე ეპოქაშიც მალ-მალე ცვლის მწვრთნელებს. თუმცა, განსხვავება ერთია: ახლა "რეალს" სპორტული დირექტორი არ ჰყავს, რომლის როლსაც პერესი ასრულებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფლორენტინოს ყოველთვის ერთმანეთისგან განსხვავებული მწვრთნელები მოჰყავს: მშვიდი დელ ბოსკედან პოლიგლოტ კეირუშამდე, ბრაზიანი კამაჩოდან ლუშემბურგოს მაგიურ კვადრატამდე, დროებით მყოფი გარსია რემონიდან რელიგიურ ლოპეს კარომდე. ყველაზე გრძელვადიანი მოურინიოდან, რომელმაც მადრიდიზმი დაშალა, ანჩელოტიმდე, რომელსაც პოსტი "დესიმას" მოგებამაც ვერ შეუნარჩუნა. ამ ჩამონათვალში უკანასკნელი რაფა ბენიტესი გახლდათ, რომელიც პერესმა ხოსე ანხელ სანჩესის რჩევით და ალტერნატივების არქონის გამო დანიშნა.

ვისენტე დელ ბოსკე: პერესის პირველი დიდი შეცდომა

"რეალში" ბევრმა ჩათვალა, რომ ვისენტე დელ ბოსკეს გაშვება ფლორენტინოს დიდი შეცდომა იყო. პრეზიდენტმა 2003 წელს ლა ლიგის მოგების შემდეგ მწვრთნელს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა, რადგან ჩათვალა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელებს ნებისმიერი გაწვრთნიდა. პერესი თვლიდა, რომ დელ ბოსკეს პიჯაკი და ჰალსტუხი ნაკლებად უხდებოდა. ფლორენტინომ და ვისენტემ ერთად 1084 დღე იმუშავეს. ამ პერიოდის განმავლობაში ესპანელმა სპეციალისტმა გუნდს 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ლა ლიგა, საკონტინენტთაშორისო თასი, ევროპის სუპერთასი და ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა.

კარლუშ კეირუში: ჰალსტუხი და ენების მცოდნე

273 სამუშაო დღე 2003/04 წლების სეზონში (59 მატჩი, 34 გამარჯვება, 11 ფრე, 14 მარცხი). გუნდი ტრიპლეტის მოგებაზე ოცნებობდა. თუმცა, ფლორენტინომ გუნდი ფეხბურთელების ნაწილის გარეშე დატოვა (მხოლოდ 11 "გალაქტიკო" და სოლარი), რის შემდეგაც გუნდი სამეფო თასის ფინალში "სარაგოსასთან" დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგაზე "მონაკოსთან", ლა ლიგაში კი ბოლო ხუთი შეხვედრა წააგო.

"მისი მიზანი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებაა" - ასეთი სიტყვები თქვა პერესმა, როცა კეირუში დანიშნა მწვრთნელად.

ხოსე ანტონიო კამაჩო: შეშინებული გაქცევა

119 დღე 2004 წელს (4 მოგება და 2 წაგება 6 მატჩში). მისთვის მოსამზადებელი ეტაპი საკმარისი გამოდგა, რათა მიმხვდარიყო, რომ ფლორენტინო პირველ ადგილზე მარკეტინგს აყენებს და არა ფეხბურთს და "გალაქტიკოსი" მხოლოდ პრეზიდენტს უსმენს.

"კამაჩოს ამ თანამდებობაზე ხილვა ჩემი ოცნება იყო" - განაცხადა ფლორენტინომ, როცა ახალი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ საუბრობდა.

მარიანო გარსია რემონი: თავისი სისხლი

"ის მხოლოდ დროებითი მწვრთნელი არ არის. ის კლუბის კულტურას ერგება" - სწორედ ასე წარადგინა პერესმა გარსია რემონი, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხოსე ანტონიო კამაჩო ჩაანაცვლა. რემონმა "რეალში" 102 დღის განმავლობაში იმუშავა (20 მატჩი, 12 მოგება, 4 ფრე და 4 მარცხი). თუმცა, სანტანდერში ბექჰემის თადარიგში დატოვების გამო მის კარიერას ხაზი გადაესვა.

ვანდერლეი ლუშემბურგო: მაგიური კვადრატი

ფლორენტინო პერესის უცნაური არჩევანი, რომელმაც ამჯერად ფსონი ევროპაში ნაკლებად ცნობილ ბრაზილიელზე გააკეთა. მისი ტაქტიკური სვლა "მაგიური კვადრატი" გახლდათ. ლუშემბურგომ "რეალში" 341 დღე იმუშავა (45 მატჩი, 28 მოგება, 7 ფრე და 10 მარცხი). მისი იდეა იყო რაულს მიკროყურსასმენი გაეკეთებინა, რათა მატჩების დროს კაპიტნისთვის ინსტრუქციები მიეცა. ფლორენტინო მწვრთნელის პრეზენტაციაზე არ იმყოფებოდა. მას ემილიო ბუტრაგენიო და არიგო საკი ესწრებოდნენ. ამ უკანასკნელმა "სამეფო კლუბი" მალევე დატოვა, რადგან მიხვდა, რომ მის რჩევებს არავინ უგდებდა ყურს.

ხუან რამონ ლოპეს კარო: რელიგიური მწვრთნელი

"კასტილიას" მწვრთნელი და ძალიან რელიგიური ადამიანი, რომელიც მოედანზე გასვლის წინ ფეხბურთელებს სთხოვდა ელოცათ. კარომ "რეალში" 156 დღე გაატარა (19 მატჩი, 12 მოგება, 2 ფრე და 5 მარცხი).

მანუელ პელეგრინი: ინჟინერი

2009 წელს პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემდეგ, ფლორენტინო პერესმა არჩევანი მანუელ პელეგრინიზე შეაჩერა:

"ჩვენ სანახაობრივი ფეხბურთის ხილვა გვსურს და პელეგრინი სწორედ ის არის, რომელიც გუნდს ამ ყველაფერს მოუტანს" - განაცხადა პერესმა. "რეალმა" "ვილიარეალს" პელეგრინის სანაცვლოდ 4 მლნ. ევრო გადაუხადა, ჩილელმა სპეციალისტმა კი მადრიდულ გრანდში ერთი სეზონი ჩაატარა (48 მატჩი, 36 მოგება, 5 ფრე და 7 მარცხი).

"ფლორენტინოს ჩემთან საერთოდ არ უსაუბრია" - განაცხადა პელეგრინიმ გათავისუფლების შემდეგ. მისი მწვრთნელობისას გუნდს არაფერი მოუგია. მადრიდელები სამეფო თასსა და ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად გამოეთიშნენ.

ჟოზე მოურინიო: სამი სეზონი - ახალი რეკორდი

"რეალს" მოურინიოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნა 8 მლნ. ევრო დაუჯდა, ხოლო პორტუგალიელი ხორხე ვალდანომ წარადგინა, რომელსაც მოგვიანებით ჟოზემ გასახდელში შესვლა და გუნდთან ერთად მგზავრობა აუკრძალა.

"ის "რეალს" იცავს" - ეს განცხადება პერესმა ინციდენტის შემდეგ გააკეთა, როცა მოურინიომ ტიტო ვილანოვას თითი თვალში ჩაარტყა. ჟოზემ "რეალში" 3 სეზონი გაატარა: 178 მატჩი, 128 მოგება, 28 ფრე და 22 მარცხი. მან გუნდს ლა ლიგა და სამეფო თასი მოაგებინა.

"მე ჰარი პოტერი არ ვარ" - განაცხადა მოურინიომ და ფლორენტინოსთან შეთანხმების შემდეგ გუნდი დატოვა.

კარლო ანჩელოტი: ადამიანი "დესიმა"

ანჩელოტი, რომლისთვისაც "რეალმა" "პსჟ"-ს 4 მლნ. ევრო გადაუხადა, კარგი და სანახაობრივი თამაშის პირობას იძლეოდა, რაც შეასრულა კიდეც. იტალიელი იმას ათამაშებდა, ვისაც ფლორენტინო მოისურვებდა - BBC-ს ტრიოთი და სამი ნახევარმცველით. შესაბამისად, "დესიმა" მოიგო. ანჩელოტიმ "რეალს" ორი წელიწადი უთავკაცა: 119 მატჩი, 89 მოგება, 14 ფრე და 16 მარცხი. რატომ გაათავისუფლეს ის?

"არ ვიცი" - თქვა ფლორენტინომ, როცა ანჩელოტის გათავისუფლებაზე გააკეთა განცხადება.
C R 7 7 იანვარი 2016 09:50

yochag avtor martlac rom didi shecdoma iyo del boskes gashhveba


da amj bolos kide carlitosi
kroos-8 7 იანვარი 2016 14:45

yvelaze didi shecdoma mainc delboskes hasveba iyoo.....

PS yochag avtor

კაპელო: "ვფიქრობ, პერესმა ანჩელოტის გათავისუფლება ჯერ კიდევ ჩ/ლ-ს მოგებამდე გადაწყვიტა"

ფლორენტინო პერესმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტის გათავისუფლება ჯერ კიდევ "ლა დესიმას" მოგებამდე გადაწყვიტა. ასეთი მოსაზრება აქვს რუსეთის ნაკრების ექს-თავკაც ფაბიო კაპელოს......

პერესმა ანჩელოტი დაადანაშაულა

ფლორენტინო პერესმა კარლო ანჩელოტი გაათავისუფლა, რადგან არ მოსწონდა, რომ გასახდელში ფეხბურთელებს კრიშტიანუ რონალდუ და სერხიო რამოსი ხელმძღვანელობდნენ და არა მთავარი მწვრთნელი......

Marca-ს ჟურნალისტმა ბენიტესი სასტიკად გააკრიტიკა

Marca-ს ჟურნალისტის, მანუელ სერანოს მოსაზრება "რეალში" ბოლოდროინდელ ცვლილებებზე......

"რეალმა" ბოლო 40 წლის განმავლობაში 35 მწვრთნელი გაათავისუფლა

გუნდი, რომელიც მწვრთნელებს ხელთათმანებივით იცვლის......

ანჩელოტის მომავალი კვლავ გაურკვეველია

მადრიდის "რეალი" მთავარი მწვრთნელის საკითხზე დუმილს ინარჩუნებს. გავრცელებული ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის კლუბის გადაწყვეტილების შესახებ უკვე სამშაბათს უნდა სცოდნოდა. თუმცა, იტალიელს არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. ხვალ "სამეფო...

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.