"რეალს" მატას გადაბირება სურს

"რეალს" მატას გადაბირება სურს
მადრიდის "რეალმა" "ვალენსიას" ფეხბურთელის, ხუან მატას შეძენის სურვილი გამოთქვა. მატა მადრიდელთა აკადემიის აღზრდილია. ამჟამად ხუანი "ღამურების" ერთ–ერთი ლიდერია.

"თეთრები" ცდილობენ წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწორონ. დაიბრუნონ ფეხბურთელები, რომლებმაც დატოვეს მადრიდული გრანდი და სხვა კლუბებში წარმატებებს მიაღწიეს. ერთ–ერთი მათგანი ხუან მატა გახლავთ, რომლის შეძენითაც "რეალი" დაინტერესდა.

ჟოზე მოურინიო შეტევის გაძლიერებას გეგმავს, რადგან განვლილ სეზონში გუნდმა შემტევი ფეხბურთელების არყოფნაში ბევრი მნიშვნელოვანი ქულა გაანიავა. ეს ფეხბურთელი კი მატა გახლავთ, რომელმაც 2007 წელს დატოვა "ბლანკოსი" და კონტრაქტი "ვალენსიასთან" გააფორმა.

"რეალს" მატას გადაბირება სურს


თუმცა, ხუანის შეძენით მხოლოდ "რეალი" არ არის დაინტერესებული. ესპანელი ფეხბურთელის თავისთან ხილვა "ბარსელონასაც" სურს. მატას "ღამურებთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. "ვალენსიას" ხელმძღვანელთა პასუხი ცნობილია. ისინი არ გეგმავენ მატასთან განშორებას. თუმცა, ფლორენტინო პერესმა შესაძლოა მათი პრეზიდენტი ლიორენტე კარგი წინადადებით მოხიბლოს.

23 წლის მატას ფასი 25 მლნ. ევროა. თუმცა, მისი გაშვება 60 მლნ. ევრო ღირს. წლევანდელ სეზონში "ვალენსიას" რიგებში ყველა ტურნირზე მან 43 მატჩი ჩაატარა. აქედან 33 ლა ლიგაში. გაიტანა 8 გოლი და გააკეთა 13 საგოლე გადაცემა. ჩემპიონთა ლიგაზე "შალკესთან" არყოფნაში, "ღამურები" გამოეთიშნენ გათამაშებას.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
ავტორი - Faqo Oo

თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: jinjo, თარიღი: 31-05-2011 02:14, კომენტარი: 5439, სიახლე: 0  
Friend
დაიძრა ჭორების კორიანტელი ახალი ძალებით ლიგის ფინალის მერე


--------------------

ავტორი: halamadrid, თარიღი: 31-05-2011 12:05, კომენტარი: 4977, სიახლე: 0  
Friend
უბედური ჯორი :)


--------------------

ავტორი: madridista girl, თარიღი: 31-05-2011 13:53, კომენტარი: 3949, სიახლე: 3  
Friend
მე არ მინდაა..


--------------------

ავტორი: Mamuka, თარიღი: 31-05-2011 15:16, კომენტარი: 1231, სიახლე: 842  
Editor
მატა არა კატა

ავტორი: madridista girl, თარიღი: 31-05-2011 15:21, კომენტარი: 3949, სიახლე: 3  
Friend
Mamuka,
lol2 lol2 მაგარი იყოოო:დ


--------------------

ავტორი: FUCKER, თარიღი: 31-05-2011 16:55, კომენტარი: 90, სიახლე: 2  
User
აუ არა ამას აგუერო ჯობია!

ავტორი: madridista girl, თარიღი: 31-05-2011 17:05, კომენტარი: 3949, სიახლე: 3  
Friend
FUCKER,
არც აგუერო არ მინდაა.


--------------------

ავტორი: mesut ozill (kuka), თარიღი: 31-05-2011 18:07, კომენტარი: 38, სიახლე: 0  
User
ეს ჩვენი აგზდილია თან ესპანელიაა და მოვიდეს მინდა მაგარია დძაან

ავტორი: madridista girl, თარიღი: 31-05-2011 18:32, კომენტარი: 3949, სიახლე: 3  
Friend
mesut ozill (kuka),
თუ არ ცვდები ბარსას ფანი ხარ,და რად გინდა რეალში ესი

mesut ozill (kuka),
თე არ ვცდები ბარსას ფანი ხარ,და რად გინდა რეალშიი

mesut ozill (kuka),
თე არ ვცდები ბარსას ფანი ხარ,და რად გინდა რეალშიი


--------------------

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი