MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი: "ნეიმარის შესახებ გავრცელებული ჭორები არ მაინტერესებს"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 30-01-2016, 21:11
ზიდანი: "ნეიმარის შესახებ გავრცელებული ჭორები არ მაინტერესებს"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 22-ე ტურში "ესპანიოლთან" გასამართი საშინაო დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...

"ჩვენ შინ "ესპანიოლის" წინააღმდეგ ვითამაშებთ და შესანიშნავად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ გამარჯვების მოსაპოვებლად. ორ მატჩში ხუთი გოლი გავიტანეთ. კიდევ ბევრი გოლის გატანა უნდა ვცადოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ".

"მთელი კვირის განმავლობაში ძალიან კარგად ვიმუშავეთ და ახლა ხვალინდელ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. ვიცით, რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს. ყოველი მატჩი წინას არ ჰგავს. ნებისმიერ მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ. იმედი მაქვს, ხვალაც ისე ვითამაშებთ, როგორც წინა ორ საშინაო მატჩში".

"ბეტისთან" ფრე

"ორი ქულის დაკარგვა ყოველთვის რთულად მისაღებია, რადგან ყოველ მატჩში მხოლოდ გამარჯვება გვაკმაყოფილებს. იმ შეხვედრაში ერთ ქულაზე მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთში შედეგი ყოველთვის სამართლიანი არ არის. ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იმუშავეს. ეს ჩემი მესამე კვირაა "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში. განსაკუთრებული ცვლილებები არ არის. კვლავ მუშაობას ვაგრძელებთ".

ბენზემას ფორმა

"ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, მაგრამ მომატება ყოველთვის შეიძლება. უბრალოდ, კონცენტრირებული უნდა იყო და მატჩისთვის მოემზადო. ჩემთვის ეს ყველაზე მთავარია. ქარიმს რაღაც სურვილი უნდა გავანდო, მაგრამ ამის შესახებ ხვალ ვეტყვი. ახლა მას ყველაფერი რიგზე აქვს. ვიმედოვნებ, მალე პირად პრობლემებს მოაგვარებს და ეს მას უკეთესად თამაშში ხელს არ შეუშლის. ეს ის არის, რაც ყველას გვსურს".

"ბედნიერი ვარ იმით, რომ შემიძლია ფეხბურთელების ცხოვრებაში მონაწილეობა მივიღო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ყველაფერი წესრიგში ჰქონდეთ. ისინი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში არიან. გუშინ ნაკლები დატვირთვით ვივარჯიშეთ, რათა დღეს დილიდან დაღლილები არ ვყოფილიყავით".

რონალდუ

"მას ყველაფერი შესანიშნავად აქვს. კრიშტიანუ სხვების მსგავსად ჩინებულად ვარჯიშობს. ის სრულიად ბედნიერია".

ბეილის გამოჯანმრთელების პროცესი

"ვნახოთ, ვინ შეცვლის გარეთს. ის მწყობრშია, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიშს მომავალი კვირიდან დაიწყებს".

მოდრიჩი

"ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. მისი გადატვირთვა არ მსურს. ლუკამ შესანიშნავად იცის, რა მოეთხოვება მოედანზე. საერთოდ, ჩემი ყველა ფეხბურთელი შესანიშნავ ფიზიკურ და სათამაშო კონდიციებშია. მაგალითად, ისკომ ამ სამ კვირაში საგრძნობლად მოუმატა".

ხამესი

"მისგან მხოლოდ კარგი თამაში მსურს, რადგან შესანიშნავი ფეხბურთელია. ის ნიჭიერია, მაგრამ მსურს დაცვას ისევე დაეხმაროს, როგორც სხვა დანარჩენები".

ტრანსფერები

"ამაზე ზაფხულში ვიფიქრებთ. ახლა ჩემი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. ამ მომენტისათვის მხოლოდ ხვალინდელი მატჩი და სამი ქულა მაინტერესებს".

ნეიმარი

"შემადგენლობაში 26 ფეხბურთელი მყავს და სრულიად კმაყოფილი ვარ. ეს ჭორები არ მაინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ მასზე საუბრობენ და ეს სრულიად ნორმალურია. ხალხს იმისი სჯერა, რისი დაჯერებაც სურს. ასე იყო ყოველთვის. ახლა კი კონცენტრირება ხვალინდელ მატჩზე უნდა მოვახდინოთ".

ზიდანი: "ხამესი ამ კვირაში სათამაშოდ მზადაა"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 21-ე ტურში სევილიურ "ბეტისთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "კრიშტიანუს სახით პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი მყავს"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მე-20 ტურში ხიხონის "სპორტინგთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

რაფა ბენიტესი: ""ვილიარეალი" ძლიერი მეტოქეა, მაგრამ სამი ქულის მოპოვება გვსურს"

რაფა ბენიტესი ლა ლიგის მე-15 ტურში "ვილიარეალთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ......

ბენიტესი: "ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ბევრი რამ მეტოქის თამაშზე იქნება დამოკიდებული"

რაფა ბენიტესმა "ვისენტე კალდერონზე" გასამართი მადრიდული დერბის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ბენიტესი: "ბენზემას "რეალიდან" წასვლის მიზეზს ვერ ვხედავ"

რაფა ბენიტესი "ტოტენჰემთან" გასამართი ამხანაგური მატჩის წინ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.