რობერტო კარლოსი: "მადრიდის ყველა მატჩს ვუყურებ"

რობერტო კარლოსი: "მადრიდის ყველა მატჩს ვუყურებ"
რამდენიმე კვირის წინ, საფეხბურთო ტელეარხის, "НТВ-Плюс"-ის კომენტატორი, კონსტანტინ გენიჩი, ვიდეოკამერით და მიკროფონით შეიარაღებული ს.კ. "ანჟის" საწვრთნელ ბაზას მიადგა, იმისათვის, რათა გასაუბრებოდა ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდას, რობერტო კარლოსს.

გენიჩის და კარლოსის პირველ სასაუბრო თემას, გადაცემაში - "ითამაშე ლამაზად" "ადამიანი ტელევიზორიდან" უწოდეს. მეორე ნაწილში გთავაზობთ რობერტოს ინტერვიუს გაგრძელებას.

ჟურნალისტის შეფასება კარლოსთან ჩაწერილ ინტევიუზე - რობერტო კარლოსთან ინტერვიუსთვის ერთგვარი მზადებაც კი გავიარეთ, ძალიან ვფრთხილობდით, რამდენიმე კითხვას ის ბანალურსაც კი უწოდებდა, ის გულწრფელი გამოდგა ჩვენთან და ინტერვიუმ შეიძლება ითქვას მოლოდინს გადააჭარბა. Madridista.Ge-ს მომხმარებლებს გთავაზობთ, რობერტო კარლოსის ექსკლუზიურ ინტერვიუს.

რობერტო, თქვენი გამოჩენა დიდ ფეხბურთში მადრიდის "რეალს" უკავშირდება. მაშინ, როდესაც ვიხილე თქვენი თამაში მოედანზე, დავრწმუნდი სამუდამოდ, რომ თქვენ ერთადერთი ჩემი კერპი იქნებოდით მოედანზე. მილანის "ინტერიდან" მადრიდის "რეალში" ტრანსფერი შედგა. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ სეზონურ გრძნობებზეი

პირველი სეზონი საკმაოდ რთული გამოდგა, რადგან მე გადავედი ძალიან დიდ ქალაქში და მოვხვდი, დიდებულ ევროპულ კლუბში. ვიხსენებ წინასასეზონო მზადებას, ესპანეთში გამართულმა მზადებამ, ჩემს სწრაფად ადაპტაციას ხელი შეუწყო.

რა განსხვევაბას ამჩნევთ "ინტერსა" და "რეალს" შორის ?

რაიმე კონკრეტული განსხვავება არ არსებობს. მილანი და მადრიდი მსგავსი ქალაქებია. ამ ორი კლუბის სტრუქტურაც ძალიან მოგავს ერთმანეთს. რაც შეეხება მიზანს დიდებული, ევროპული გრანდების ერთი და იგივე არის - გამარჯვება.

როგორ დაგხვდნენ "რეალში" ? რომელმა ფეხბურთელმა გამოგიწოდან პირველმა ხელი ?

მახსოვს, როდესაც პირველად მივედი ვარჯიშზე, იქ მთელი გუნდი დამხვდა, პირველი ხელი გლარენს ზეედორფმა ჩამომართვა.

რომელმა ფეხბურთელმა შემოგთავაზათ პირველმა მეგობრობაი

კლარენსმა.

კაპელომ სრულად გაგიგოთი არა მგონია უარყოფითი პასუხი მივიღო, რადგან სწორედ მისი დაჟინებით გადაუხადა მადრიდის "რეალის" იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, ლორენსო სენსმა, 6 მლნ. ამერიკული დოლარი "ინტერს" - რობერტო კარლოსის სანაცვლოდ, 1996 წელს.

ჩვენ თავიდანვე სრული ურთიერთგაგება გვქონდა. გარდა ამისა, მან იცოდა ჩემი შესაძლებლობები "ინტერში" თამაშიდან დაკვირვებით.

გვესაბრეთ ცოტა ვრცლად კაპელოს შესახებ, ის ხომ პირველი მწვრთნელი იყო ვისთანაც პირველი ტროფეი მოიგეთ "სამეფო კლუბში", მისი სახელი "რეალის" ისტორიაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი, მგონი მეტ საუბარს იმსახურებს ის. გვითხარით რაიმე განსაკუთრებული თვისება გასახდელში ან მოედანზე, რაც მას ახასიათებდა.

საოცარი მწვრთნელი და პიროვნებაა. არ მახსოვს განსაკუთრებული თვისებები.

გახსოვთ პირველი გოლი "ბლანკოსის" რიგებშიი

დიახ, პირველი გოლი "დეპორტივოს" გავუტანე. გოლი არავისთვის მიმიძღვნია, რადგან ის მთელს ცხოვრებას მიღირდა, ის პირველი გოლი იყო "სამეფო კლუბში".

ეს მართალი არის, სწორად გახსოვთი ვიკიპედიის ცნობით პირველი მადრიდული გოლი არა "დეპორტივოს", არამედ "ბეტისის" კარში გაიტანეთ.

არა, ზუსტად ვიცი, "დეპორტივოს".

სტატისტიკა ტყუისი

აჰა.

რომელი იყო პირველ სეზონში განსაკუთრებულად კარგი მატჩი ? რა დავალებებს გაძლევდათ მწვრთნელი დაცვაში და თავდასხმაში ? მაგალითად, რა იყო თქვენი დავალება, როდესაც მარცხენა ფრთაზე თამაშობდით ?

არ მახსოვს.

პირველი სეზონი იყო რთული იმისთვის, რომ გუნდში თავზე აგეღოთ საჯარიმო დარტყმების შესრულების უფლებაი

მე დაუყონებლივ დავეპატრონე საჯარიმო დარტყმებს, თუმცა ზოგჯერ ზეედორფი, ზოგჯერ კი მიატოვიჩი ასრულებდნენ სტანდარტებს.

თქვენ განაცხადეთ, რომ საყვარელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო და დელ ბოსკეა. კერძოდ, ორივე მათგანმა დიდი როლი ითამაშა თქვენს მადრიდულ კარიერაში. შეგიძლიათ შეადაროთ ეს ორი მწვრთნელი ? მათი მიდგომა ფეხბურთელებთან ?

კაპელოს ოდნავ უფრო მკაცრი ურთიერთობა ქონდა ფეხბურთელებთა, მოსამზადებელ პროცესში.

რას გრძნობს, როგორც პროფესიონალი, ერთის მხრივ, და როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, მეორე მხრივ, დელ ბოსკეს გუნდიდან წასვლის შესახებ ? დაიწყო თუ არა "იუკუსვლა" მადრიდმა მისი წასვლის შემდეგ ?

სამწუხარო იყო მისი წასვლა, რადგან ის ფეხბურთელებთან ძალიან ახლო ურთიერთობით გამოირჩეოდა.

ალბათ თქვენ ჩვენზე მეტი გეცოდინებათ, რა გახდა რეალური მიზეზი მისი კლუბიდან წასვლისა ? იქნებ გვიამბოთ ამის შესახებ.

ფაქტობრივად, მე ნამდვილად არ ვიცი არც ერთი დეტალი წასვლის მიზეზისა. შემიძლია გიამბოთ ბოლო სეზონზე, რომელიც ერთად გავატარეთ.

რომელ თანამშრომლებთან, თანაგუნდელებთან გქონდათ ყველზე თბილი, მეგობრული ურთიერთობა ?

რონალდო და კლარენსი ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ.

როგორი იყო რაული, მაშინ როდესაც თქვენ მიდით კლუბში ? ჩვენ ყოველთვის ვხედავდით მასში ტკბილ, თავმდაბალ ადამიანს. ასეთი იყო ის ყველგან და ყოველთვის ?

ყოველთვის კულტურული იყო, ის შესანიშნავი ადამიანია.

საერთოდ, რას ნიშნავს თქვენთვის მადრიდიზმი და მადრიდისტა ?

მადრიდისტა - ადამიანი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს თავისი კლუბი. ადამიანი, რომელმაც იცის ასევე სხვა კლუბების შესახებაც.

მოგწონდათ თუ არა ის, რასაც გულშემატკივრები სტადიონზე აკეთებდნენ ფეხბურთელებისთვის, ატმოსფეროს ამაღლებისთვის ?

დიახ, რა თქმა უნდა.

შესაძლოა თქვენ კიდევ მზად ხართ დიიდ გამარჯვების შემთხვევაში გულშემატკივრებთან ერთად იმღეროთ ?

კი, რატომაც არა.

გახსოვთ ჩამარტინის სიმღერა ?, სადაც თქვენც ხართ ნახსენები, რრო - ბერ - ტო - კარლოს ლალლალალალალალა ?

რობერტო კარლოს ლალალალა, მეტი აღარ მახსოვს.

მას შემდეგ რაც "სამეფო კლუბი" დატოვეთ, ხილვადობის თვალსაზრისით, როგორი შემართებაა "რეალის" მატჩის დროს ?

ვუყურებ ყველა მატჩს.

მართალია, რომ თქვენ და ფლორენტინოს ისეთივე ურთიერთობა გქონდათ როგორიც მეგობრებს ?

მეგობრული - არა. მაგრამ, ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა.

გადავხედოთ უახლოეს წარსულს. პერესმა კლუბში მი~ოიყვანა რამდენიმე თურქი ფეხბურთელი, ვინ ურჩია მას ეს ტრანსფერები თქვენი აზრი ამის შესახებ.

რეალურად თუ შევხედავთ, ჩემი აზრით, მე ასე ვფიქრობ ყოველშემთხვევაში, ამას ხორხე ვალდანო გააკეთებდა.

გვითხარით, ნეიმარი და განსო არიან თუ არა ევროპულ ფეხბურთში თამაშის ღირსი, თუ კიდევ სჭირდებათ მათ გამოცდილება ?

უკვე მზად არიან. თუ "რეალი" ამ ფეხბურთელებს შეიძენს, არ შეცდება.

ვინ არის ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარკსვლავი, რომელზეც ბრაზილიაში არც თუ ისე, მაგრამ ევროპაშ ბევრს საუბრობენ.

ნეიმარი და განსო, მეტი აღარ მახსოვს.

როგორც მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი, კმაყოფილი დარჩებოდით თუ არა კლუბის გასული სეზონის მიღწევით ?

მადრიდის "რეალმა" სერიოზული ჩემპიონატი მოიგო, სამეფო თასი ძალიან კარგია. ვფიქრობ, "რეალი" მომდევნო სეზონში უკეთესი გუნდი იქნება.

ჯერ კიდევ მარტში, სამეფო თასის ფინალამდე, თქვენ განაცხადეთ, რომ მადრიდი 1-0 მოუგებდა ფინალში "ბარსელონას" - ეს რას მივაწეროთი

უბრალოდ წინათგრძნობაა.

მაგრამ, აღსანიშნავია მაშინ წინათგრძნობა ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც, თქვენ გამოიცანით "ბარსელონას" გაჩემპიონება.

უბრალოდ ვთქვი, "ბარსა" მოიგებს".

იმ მატჩებიდან გამომდინარე რომელიც თქვენ გაქვთ ხიხლული "ბარსელონას" შესრულებით, არის თუ არა "ბლაუგრანა" საუკეთესო მსოფლიოში ?

დღეისობით "ბარსელონა" - საუკეთესოა მსოფლიოში.

არამგონია, "ბარსას" კარგი შედეგი დაეფიქსირებინა თუ არა მათი სიმულირებები, რომელიც მთელმა მსოფლიომ იხილა.

ეს არის ფეხბურთი. ეს ყოველთვის იყო და იქნება.

პატიოსნად მიპასუხეთ, როდესმე სიმულირებდით ?

არა, არასდროს.

საუკეთესო მწვრთნელი ?

კაპელო.

საუკეთესო პარტნიორი ?

რონალდო.

"სანტიაგო ბერნაბეუ" ?

სრული ისტორია სახელში.

"ელ კლასიკო" ?

ყოველთვის დიდი ემოციაა.

რაული ?

საუკეთესო როგორც მოედანზე, ასევე მოედანს გარეთ.

ვისენტე დელ ბოსკე ?

ყველა ფეხბურთელის მამა.

მესი

საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში.

კრიშტიანუ ?

უკეთესის დადგომაც შეიძლებოდა.

ზიდანი ?

მაესტრო

ფაბიო კაპელო ?

დიდებული მწვრთნელი.

იმედგაცრუება ?

"ბარსელონასთან" მარცხი.

სიხარული ?

ყველა გამარჯვება მადრიდის "რეალისა".

რუსეთი ?

ახალი ცხოვრება.

ესპანელი მსაჯები ?

კარგები.

მარცხი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსელონასთან" 0-3 ?

მარცხი დავიმსახურეთ.

რობერტო კარლოსი ?

ყოველთვის ბედნიერი.
ავტორი - Mamuka

ტეგები -
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: jinjo, თარიღი: 10-06-2011 01:49, კომენტარი: 5443, სიახლე: 0  
Friend
წავიკითხე ყურადღებით კაი სტატიაა საღოლ მამუკა
ამას მემგონი დაასდევენ მტელ რუსეთში ჟურნალისტები


--------------------

ავტორი: cucqira7, თარიღი: 10-06-2011 02:05, კომენტარი: 288, სიახლე: 1  
Friend
მამუკა ჯიგარი ხარ ამის დადებისთვის!

ინტერვიუს ვინც ართმევდა ის რეალის ფანია უეჭველი :D


--------------------

ავტორი: Nemo Darko, თარიღი: 10-06-2011 08:51, კომენტარი: 779, სიახლე: 0  
Friend
მაგარი კაცია...=) მემგონი 50 წლამდე რუსეთის ჩემპიონატში შეძლებს ნებისმიერი რუსი ფეხბურთელზე უკეთ თამაშს wink

ავტორი: temo_real madrid, თარიღი: 10-06-2011 11:07, კომენტარი: 109, სიახლე: 0  
User
ბოლომდე წავიკითხე ამას ქვია მადრიდისტა რა დარწმუნებული ვარ დღეს რო რეალში ყოფილიყო ისევ უცვლელი წევრი იქნებოდა ძირითად შემადგენლობის


--------------------

ავტორი: halamadrid, თარიღი: 10-06-2011 12:49, კომენტარი: 4977, სიახლე: 0  
Friend
უზლერესი კაცი :)
კრიშტიანუ ?

უკეთესის დადგომაც შეიძლებოდა.!
:)


--------------------

ავტორი: JoKeR, თარიღი: 10-06-2011 16:38, კომენტარი: 2, სიახლე: 0  
User
მწერლის სტატუსი მომეცით რა

ავტორი: LuckY Madridista, თარიღი: 10-06-2011 17:01, კომენტარი: 3376, სიახლე: 297  
Author
რა მაგარი სტატია იყო,საღოლ wink


--------------------

ავტორი: jinjo, თარიღი: 10-06-2011 19:55, კომენტარი: 5443, სიახლე: 0  
Friend
JoKeR,
ადმინს დაუკავშირდი


--------------------

ავტორი: Mesut 23, თარიღი: 11-06-2011 09:12, კომენტარი: 50, სიახლე: 0  
User
უკეთესის დადგომაც შეიძლებოდა.
ხო ეხლაც რონადლო ჯობია მესის

ავტორი: ^C^a^S^i^L^a^S, თარიღი: 11-07-2011 13:28, კომენტარი: 70, სიახლე: 0  
User
ძაან მაგარი სიახლეა,მაგრამ მესის რონალდუ ჯობია[color=#FF0000][/color]

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი