რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » სერხიო რამოსი - მადრიდული დერბის ვეტერანი

სერხიო რამოსი - მადრიდული დერბის ვეტერანი

26-02-2016, 19:32
ავტორი: ZZ
ნახვა: 1112
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
სერხიო რამოსი - მადრიდული დერბის ვეტერანი
მადრიდული გრანდის კაპიტანი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ 30-ე მატჩს ჩაატარებს...

სერხიო რამოსი 11 სეზონის განმავლობაში "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებებში "სამეფო კლუბის" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი გახდა. ამ დროისათვის რამოსს 29 დერბიში აქვს მონაწილეობა მიღებული. ყველაზე მეტი ორივე გუნდის მოქმედ ფეხბურთელებს შორის. სერხიომ "როხიბლანკოს" წინააღმდეგ 17 მატჩი ლა ლიგაში, 3 ჩემპიონთა ლიგაზე, 7 სამეფო თასზე და 2 ესპანეთის სუპერთასზე ჩაატარა. გარდა ამისა, "ელ კაპიტანო" თითოეულ სეზონში მინიმუმ ერთ დერბიში იღებდა მონაწილეობას.

რამოსმა "ატლეტიკოს" კარში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ლისაბონში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა, სადაც "რეალმა" დესიმა მოიპოვა. სერხიომ თანაქალაქელთა კარი პირველად 2010-2011 წლების სეზონში სამეფო თასის საპასუხო მატჩში დალაშქრა. რამოსმა "ატლეტიკოს" კარის აღება გასულ სეზონში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებულ მატჩშიც მოახერხა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.