MADRIDISTA.GE

Real Madrid News

რამოსი: "მეტოქე დავინდეთ და ამის გამო დავისაჯეთ კიდეც"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 14-05-2015, 14:56
რამოსი: "მეტოქე დავინდეთ და ამის გამო დავისაჯეთ კიდეც"

სერხიო რამოსი "იუვენტუსთან" (1:1) მატჩის შემდეგ...

"გუნდი ყოველთვის იბრძვის, რათა გაუმჯობესდეს და წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ დღეს ფინალში გასვლის იმედს ვემშვიდობებით. ტიტულის დაცვის დიდი სურვილი გვქონდა, მაგრამ "იუვენტუსი" ძლიერი გამოდგა".

"ისინი მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, რადგან ზოგიერთ კომპონენტში ძლიერები აღმოჩნდნენ. ეს ორი მატჩი იყო. ჯერ კიდევ პირველ შეხვედრაში შეგვეძლო ტაბლოზე უფრო კომფორტული ანგარიში დაგვეფიქსირებინა. თუ შანსებს ვერ იყენებ, საბოლოო ჯამში ამის გამო ისჯები კიდეც".

"გულშემატკივრები მეტს ითხოვენ, რადგან იციან, რომ მეტი შეგიძლია. "სანტიაგო ბერნაბეუ" ბოლო წამამდე ჩვენს გვერდით იყო. შთამბეჭდავი მხარდაჭერა მივიღეთ".

"პირველი გოლის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ საქმე უკვე გაკეთებული გვქონდა. "იუვენტუსი" დიდი გუნდია. მისი არდაფასება არ შეიძლება. მეტოქეს უნდა მივულოცოთ. გუნდმა ამ მატჩში მთელი სული ჩადო".

"რა თქმა უნდა, წაგებამ და შეცდომებმა გაუმჯობესებისკენ უნდა გვიბიძგოს. რთულია მთელი სეზონი იბრძოლო და ბოლოს არაფერი დაგრჩეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ასეთია: თუ მეტოქეს დაინდობ, დაისჯები!".

"ძალიან მსურს, რომ ანჩელოტი ჩვენთან დარჩეს. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ახლა ისე უნდა გავერთიანდეთ, როგორც არასდროს".

"კასილასი კლუბის გერბისთვის ბოლომდე იბრძოდა. მთელმა გუნდმა ასე უნდა გააკეთოს. ის ჩვენთვის სამაგალითოა".

"დღეს სეზონის შესაფასებლად შესაფერისი დრო არ არის. ამისათვის ცივი გონებაა საჭირო, მაგრამ ცხოვრება გრძელდება".

"ფეხბურთში მორატას ან მორიენტესის მსგავსი მაგალითები არსებობს. ის აქ გაიზარდა, "რეალის" ქომაგია, მაგრამ ბერლინში ყოფნა მასაც სურდა".

ანჩელოტი: "ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო"

კარლო ანჩელოტი "იუვენტუსთან" (1:1) ჩატარებული საპასუხო მატჩის შემდეგ......

მატა: "ეგოისტი ვარ და იმედია დე ხეა "ემიუში" დარჩება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ხუან მატამ დავიდ დე ხეას მადრიდის "რეალში" შესაძლო გადაბარგებაზე კომენტარი გააკეთა......

1–1: "რეალმა" "იუვენტუსი" ვერ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მადრიდის "რეალმა" შინ ტურინის "იუვენტუსი" ვერ დაამარცხა და ტურნირს გამოეთიშა......

ლიპი: ""რეალი"–"იუვეს" მატჩში გადამწყვეტი ბუფონის თამაში იქნება"

ტურინის "იუვენტუსის" ექს–თავკაცმა მარჩელო ლიპიმ, ყოფილი გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შანსებზე ისაუბრა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.