რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » 4-0: "რეალმა" შინ "სევილია" გაანადგურა

4-0: "რეალმა" შინ "სევილია" გაანადგურა

21-03-2016, 01:21
ავტორი: ZZ
ნახვა: 1115
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
4-0: "რეალმა" შინ "სევილია" გაანადგურა
მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის 30-ე ტურში საკუთარ მოედანზე "სევილია" (4:0) გაანადგურა...

გოლები BBC-ს ტრიომ და ხესე როდრიგესმა გაიტანეს.

მატჩში ორი გამოუყენებელი პენალტიც იყო. ჯერ კევინ გამეირომ ვერ მოახერხა პენალტის გამოყენება, რაშიც წვლილი კეილორ ნავასს მიუძღვის, ხოლო მეორე ტაიმში კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი ააცილა.

ლა ლიგა, 30-ე ტური

სტადიონი "სანტიაგო ბერნაბეუ", 72 976 მაყურებელი


"რეალი"-"სევილია" 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 - ბენზემა (6'), 2:0 - კრიშტიანუ რონალდუ (64'), 3:0 - ბეილი (66'), 4:0 - ხესე (86').

გამოუყენებელი პენალტები: გამეირო (27', მეკარე), კრიშტიანუ რონალდუ (57', ააცილა).

"რეალი": ნავასი, დანილო, ვარანი, ნაჩო, მარსელო, კაზემირო (ხამესი, 76'), კროოსი, მოდრიჩი, ბეილი (ხესე, 70'), კრიშტიანუ რონალდუ, ბენზემა (ისკო, 81').

"სევილია": რიკო, კოკე, რამი, კოლო, ტრემულინასი, ფიგეირაში (რეიესი, 46'), კრიხოვიაკი, კრისტოფორო (მარიანო, 72'), ესკუდერო, იბორა (მუნიოსი, 71'), გამეირო.

გაფრთხილებები: ვარანი (26'), კაზემირო (54') - რეიესი (57'), კრიხოვიაკი (62').

არბიტრი: ხავიერ ესტრადა ფერნანდესი.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.